RSS

ნარჩენების მართვის პრობლემა საქართველოში

13 Jul

nagavsayreli 007ოლიკო ცისკარიშვილი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. ზოგიერთ ქვეყნებში მინის ნარჩენების განცალკევებული შეგროვებით დაკავებული არიან სპეციალიზირებული საწარმოები: ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის მწარმოებელ ფირმებს გააჩნიათ სპეციალური შემგროვებელი პუნქტები. ხოლო, მინის ნამსხვრევების სორტირებისა და გადამუშავების დანადგარები, როგორც წესი დამონტაჟებულია უშუალოდ მინის ქარხნებში. გერმანიაში ფირმებს, რომლებიც დაკავებულები არიან მინის ნარჩენების შეგროვებით, მინის ქარხნებში ეს ნედლეული უკვე წინასწარ დამუშავებული და შესაბამის ზომებად დამსხვრეული შეაქვთ. უნგრეთში მინის ნარჩენების, ისევე, როგორც სხვა მეორად ნედლეულს, აგროვებენ ორგანიზაციები. ნარჩენები გროვდება, როგორც სპეციალურ სტაციონალურ კონტეინერებში, ასევე აქ იყენებენ „მოძრავ“ მეთოდს, რომელიც ასევე გულისხმობს წარმოებებისა და დასახლებული უბნების რეგულარულ შემოვლებს.

nagaviსაქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. სადაც საუბარი ზედმეტია რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში, კი მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს მიეწოდება დაახლოებით, 30-40 პროცენტს. მაღალმთიან რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის, ამის ნათელი მაგალითია, სვანეთში, მესტიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი, ასევე აბასთუმნის თვითნებური ნაგავსაყრელი და ა.შ. ასეთივე ნაგავსაყრელებს შევხვდებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მაგალითად, სამტრედიასთან, დიდ ჯიხაიშის მოსახლეობა ორმოებს თხრის და საყოფაცხოვრებო ნაგავს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ათავსებს, რაც შემდეგ ტოქსიკური ხდება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ადამიანებისთვის, რადგან ხელმიუწვდომელია ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურეობა საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. ასე წარმოიქმნება სტრიქიური ნარჩენები.

“საქმე ის კი არაა რომ ვიზუალურად ცუდი დასანახია, ჩვენს ამით საფრთხეს ვუქმნით გარემოს. ნარჩენების მართვის სისტემა, საქართველოში, ჯერ-ჯერობით, რეალურად ვერ შეესაბამება საქერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყენაში ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი,” – ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი.

უდიდეს პრობლემას წარმოადგენს საწარმოო ნარჩენები. მაგალითად, ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.  ისინი ,,ჯი აი ჯი” ჯგუფისგან ითხოვენ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივების განცხადებით პრობლემა ორ წელზე მეტია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერავინ შეძლო. ვალერი კუხალაშვილმა ჯი-აი-ჯი ჯგუფის მენეჯერმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ  ტერიტორია, კერძო საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ადგილობრივები კი იმედოვნებენ რომ თუნდაც გარემოს დაცვის სამინისტრო მიაქცევთ მათ ყურადღებას.

“არ ირეცხებოდა აქედან გამოსული მანქანები, ბინებში რომ შემოხვიდეთ საშინელი მდგომარეობაა, სახლებში ტალახებია. შეგვპირდნენ რომ გააკეთებდნენ რკინიგზას და გრესამდე მიიყვანდნენ, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. თბოელექტროსადგურმა  მხოლოდ საარჩევნოდ იმუშავა და მერე დაკონსერვდა. დღეში, ალბათ 200 მანქანა გადის და ისეთი ბუღია ვერაფერს ვეღარ ვხედავთ. ისეთი ნახშირის სუნია სახლში ვერ გაჩერდები. ვინც ამ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, წნევებით გაბრუებული დავდივართ. მივმართეთ ადგილობრივ ტელევიზიას, იყვნენ მთავრობიდანაც ჩამოსულები, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. მერე გვითხრეს ინვესტორს აქვს ნაყიდი ტერიტორია და რასაც უნდა იმას გააკეთებსო. ე.ი. ჩვენ აღარაფერი ვართ, ინვესტორის ინტერესებია მარტო. ისიც გვითხრეს, თუ არ მოგწონთ აქედან წაბრძანდითო, ან “შახტას” დავხურავთ და ხალხი უმუშევარი დარჩებაო,” – გვიყვება ნანა უკლება.

nagavi wyalSiცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე – ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროექტის თანახმად, დაცულ  ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სამშენებლო ნარჩენებით, უვარგისი კონსტრუქციებით, ნივთებით, მიწისა და კლდოვანი ქანებით დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის – 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. თუკი იგივე ქმედება სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ტერიტორიაზე იქნება ჩადენილი, ეს ფიზიკური პირებთან მიმართებაში 200 ლარიან, ხოლო ორგანიზაციების შემთხვევაში – 1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დაცული ტერიტორიის რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
კიდევ უფრო მკაცრია ჯარიმები ზემოთაღნიშნული ქმედებების განმეორების შემთხვევაში.
ასეთი სანქციების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით, ფაქტობრივად, მთელი სისტემაა ასაწყობი, რომ ევროპის სტანდარტებს მივუახლოვდეთ, ამისთვის, კი სპეციალისტთა განცხადებით, მინიმუმ ათი წელი მაინც დაგვჭირდება.

დღეს, კი ნაგავსაყრელებიუ სერიოზული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს. ასეთი თვალსაჩინო მაგალითია, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელი, რომელმაც გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს დაიწყო ფუნქციონირება.

ნაგავსაყრელი დღემდე საფრთხე უქმნის გარემოს და აბინძურებს მდინარე რიონს, რომელსაც მოსახლეობა სარწყავადაც გამოიყენებს. ნაგავსაყრელის დახურვაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უკვე გამოყოფილია მილიონნახევარი ლარი, თუმცა სპეციალისტების თქმით, “თუკი ნაგავსაყრელი დაიხურა წესების გარეშე, უარეს შედეგებს მოიტანს.” დღეს, პრობლემა პრობლემად რჩება, რადგან ნაგავსაყრელი ტოქსიკური გამონაყოფების ბუდეა, როგორც ჰაერში, ასევე სასმელ და გამდინარე წყლებში, წყალსატევებში.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყო გერმანიის განვითარებისა და რეკოსნტრუქციის ფონდმა. შპს “მყარი ნარჩენების კომპანია” რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუტქურის სამინისტროს კოორდინაციით იწყებს ახალი პოლიგონის აშენებას და ძველის დაკონსერვებას.

“დაახლოებით, 15 ჰექტარი მიწაა ნაგავსაყრელი, დაიფარება ინერტული მასალით, რაც სპობს მისი აალების საშიშრობებას, უკეთდება თხრილი, გამდინარე  წლებში არ მოხდება ტოქსიკური ნაერთების ჩადინება. პირველ ეტაპზე, პრევენციული ღონისძიებებისთვის მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება. მიმდებარე ტერიტორია გაიწმენდება პლასტიკური შენაერთების პროდუქტისგან, ცელოფნის პარკებისგან, ბოთლებისგან. მოსწორდება ნაგავსაყრელის ზედაპირი და გადაიფარება ინერტული მასალით. მოგვიანებით რეკრიაციული სამუშაოები ჩატარდება გამწვანდება, მოეწყობა სკვერები, პარკები და ა.შ.” – ამბობს თენგიზ თოფურიძე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ახალი ნაგავსაყრელისთვის უკვე შერჩეულია ადგილი, ქუთაისის შემოსასვლელში, ახალგაზრობის გამზირისკენ, მოსახლეობისგან მოშორებით. თენგიზ თოფურიძის თქმით, იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება.

ქუთაისთან ახალ პოლიგონზე, ნარჩენებს ახლო მდებარე მუნიციპალიტეტები შეიტანენ – წყალტუბო, სამტრედია, ტყიბული, ჭიათურა…

“უფრო სივრცული დაგეგმარებას საჭირო. მთლიანად საქართველოს დაგეგმარება მიდის – სად უნდა გაკეთდეს ნაგავსაყრელები, სად უნდა გაკეთდეს ნაგავგადამტვირთი სადგიურები, როგორი უნდა იყოს კონტეინერები, როგორი უნდა იყოს ნაგავგადამტვირთი მანქანები მოკლე მანძილზე, შორ მანძილზე და ა.შ. მთლიანად ეს არის კომპლექსური საკითხია.” – გვეუბნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ნარჩენების რეციკლირება. ჩვენთან, ჯერ-ჯერობით, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ძალიან მცირეა. ექსპორტზეც არ გაგვაქვს. გარდა პეტის ბოთლებისა, ფუნქციონირებს წეროვნის ქარხანა, რომელიც მუშაობს ქაღალდის გადამუშავებაზე. საკმაოდ სერიოზულად დაიწყო ქვეყანაში აკუმულატორების გადამუშავება, შეიქმნა რამოდენიმე საამქრო. დაიწყო მინერალური ზეთების გადამუშავება. (მანქანების მიერ ან ტრანსპორმატორების ზეთებზე, რომელიც საფრთხის შემცველია.)

“ისეთი გადამამუშავებლები უნდა იყოს, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ყველა ის ობიექტი, რომლებიც  საქრთველოში ფუნქციონირებს, მიღებული აქვთ ნებართვები. ძალზე მისასალმებელია, რომ ასეთი ბაზარი ფორმირდება. უფრო მეტი სიძლიერისა და უფრო მეტი კომპანიები შემოდიან და ძალიან ბევრი გვაკითხავს ამასთან დაკავშირებით.  მაგალითად, ენერგიის აღდგენის მიზნით, ნაგავსაწვავღუმელების მოწყობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელ და სხვადასხვა სახიფათო და  ცხოველური წარმოშობის ნარჩენებთან დაკავშირებით და ა.შ. საერთაშორისო მოთხოვნები და ნორმები ნელ-ნელა ჩვენთან შემოდის. ნარჩენების მართვის სფეროში ინვესტიციების ხელშემწყობი პირობები იქნება ძალიან მოკლე ხანში…” – ამტკიცებს ალვერდ ჩაქსელიანი.

მისი თქმით, საქართველოში, ამ სფეროთი კერძო სექტორი ძალიან არის დაინტერესებული.

“ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიებიც გვაკითხვას, მაგრამ პირველ რიგში, მათ აინტერესებთ როგორი საინვესტიციო გარემოა ზოგადად და ამ სფეროში როგორია კანონმდებლობა, როგორი ვალდებულებები ექნებათ.  ჩვენი მიზიანია, რომ მივიღოთ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ერთბაშად ვერ გადავდგზავთ იმხელა ნაბიჯს, რომ ევროპას გავუთანაბრდეთ. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯაა გასაკეთებელი,” – ამბობს ალვერდ ჩაქსელიანი.

და ისევ ევროპული მაგალითი მოყავს საუბრისას, შვედეთში ნაგავსაყრელებზე, ნარჩენების მხოლოდ 2 პროცენტი შედის, დანარჩენი გადამუშავდება ან მისგან ენერგიის აღდგენა ხდება. სხვადასხვა ქვეყნებში ეს ციფრი სხვადასხვაა, თუმცა ათ პროცენტს არ აღემატება.

საქართველოში კი ნარჩენების მართვის სისტემამდე, ნარჩენების მართვის კულტურის გზა გვაქვს გასავლელი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s