RSS

დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა

14 Jun

darialiდღეს, დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა. გზის გახსნისთვის საჭირო ბოლო სამუშაოებს ადგილზე ადევნებდნენ თვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი.


დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული. გზაზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
დროებითი გზის გახსნის შედეგად, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც, ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, უპრობლემოდ შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
დარიალში დროებითი საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის” 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს.

http://www.ghn.ge/news-110198.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s