RSS

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

06 Jun

tao 0055 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 5 ივნისი 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.
გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ საინტერესო ფაქტების სტატისტიკას აქვეყნებს. კერძოდ, დღეისათვის მოსახლეობის რიცხვი 7 მილიარდზე მეტს შეადგენს, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 9 მილიარდამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რესურსია 7 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მოპოვებული და წარმოებული საკვების მესამედი უსარგებლოდ იკარგება. ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი იყრება. წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის საკვები ესაჭიროება აფრიკის საჰარას. პროდუქტთან ერთად იფლანგება მთელი ის რესურსი, რომელიც მისი წარმოებისთვისაა საჭირო. მაგალითად, 1 ლიტრი რძის საწარმოებლად 1000 ლიტრი წყალი იხარჯება, ხოლო ძროხის გამოსაკვებად და ჰამბურგერის დასამზადებლად – 16 000 ლიტრი. ყოველ 3,6 წამში შიმშილით ერთი ადამიანი იღუპება. ასევე, უვახშმოდ იძინებს დედამიწის ყოველი მე-7 მცხოვრები; ყოველწლიურად დედამიწაზე ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი დაახლოებით 75 000 ადამიანი ხდება; წყლის უხარისხობით გამოწვეული დაავადებების მიზეზით წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება; დედამიწაზე ყოველდღიურად შიმშილის და არასაკმარისი კვების გამო5 წლამდე ასაკის 20 000 ბავშვი იღუპება; ХХ საუკუნის მანძილზე შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასჯერ აღემატება წინა საუკუნეებში იგივე მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვს; 20 წლის განმავლობაში მტკნარ წყალში თევზის რაოდენობამ 50% ით იკლო; საკვების წარმოებისათვის საჭიროა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის _ 25 პროცენტი, სუფთა წყლის დაფარვის არეალის _ 70 პროცენტი, გაჩეხილი ტყეების _ 80 პროცენტი და სასათბურე აირების გაფრქვევის _ 30 პროცენტი. ყოველივე ეს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ხმელეთით სარგებლობის ცვლილებებს იწვევს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s