RSS

ზოოპარკში პითონების მატებაა :)

27 Jun

piTonebuiთბილისის ზოოპარკში პითონების მატებაა… თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე წერენ, რომ “ჩვენს ზოოპარკში ღუნღულებისა და ფუმფულების გარდა პრიალები და სრიალებიც მრავლდებიან. რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეგზოტარიუმში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა. შეიძლება ამ პატარების ჩახუტების, მოფერებისა და ჩაკოცნის მსურველი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ ახლად გამოჩეკილ პითონიკოებს აუცილებლად უნდა მივეგებოთ, მით უფრო, რომ ეს რომბისებური პითონების გამრავლების პირველი შემთხვევაა თბილისის ზოოპარკში. ”

შეგახსენებთ, რომ როგორც წესი, გველები გამოჩეკისთანავე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მათ დედა-შვილობის ინსტინქტი არ გააჩნიათ. ასევე, სხვა პატარებისგან განსხვავებით, გველის წიწილებმა თამაში და გართობა არ იციან. წვანან თავისთვის, გატრუნულები და სადილზე ფიქრობენ. ახლა მათი სიგრძე რამდენიმე სანტიმეტრია, მაგრამ როდესაც ზრდასრული, ბრძენი და ყოვლისმცოდნე პითონები დადგებიან, სიგრძეში 2,5 მეტრს, ხოლო წონაში დაახლოებით 12 კგ-ს მიაღწევენ. ასე, რომ თბილისის ზოოპარკის ვიზიტორებს ახალი სურპრიზები ელის… სპილოების ახალ შექმნილ ოჯახთან ერთად, პატარა პითონებსაც იხილავენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s