RSS

Daily Archives: 28/05/2014

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ ორგანიზებულ მედიატურის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

sida oli meდღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

მედიატურის მიზანი იყო, რეგიონებში აღმოჩენილი პრობლემების იდენტიფიკაცია და ფართო მოსახლეობისთვის მიწოდების უზრუნველყოფა. Read the rest of this entry »

 

”მინდორ საცავი ზოლები” – კანონპროექტი, რომელიც სჭირდება საქართველოს

alvani 002რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საქართველოში ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებულ კანონპროექტის შემუშავებს. “ტყის დაცვისა და აღდგენის” ფარგლებში გამართულ  შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მწვავედ დგას ქარსაცავი ზოლების სამართლებრივი მდგომარეობის, მოვლა-პატრონობისა და ფიზიკური დაცვის საკითხი. უკანასკნელ ათწლეულებში განვიტარებული პოლიტიკური და სოციალური რღვევების, ასევე არარსებული საკანონმდებლო ბაზის გამო, განადგურდა ქარსაცავი ზოლები, რომელთა როლი ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რეკრეაციის, ბიომრავალფეროვნების და მიწის დაცვის საქმეში ძალზე დიდია. დღეს დაუდგენელია ქარსაცავი ზოლების მფლობელობის, პასუხისმგებლობის, ფართობების სიდიდის და აქტუალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

მაგალითისთვის, ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტატისტიკა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2003 წელს ჩაატარა ქარსაცავი ზოლების ინვენტარიზაცია. 1992 წლის მონაცემებით, ქარსაცავ ზოლს ოზურგეთის რაიონში ეჭირა 503,14 ჰა, (719 562 ხე). 2003 წლის მონაცემებით განადგურებულია 422 537 ძირი ხე (295 48 ჰა, ანუ არსებული ფართობის 58, 72 პროცენტი). Read the rest of this entry »