RSS

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ ორგანიზებულ მედიატურის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

28 May

sida oli meდღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

მედიატურის მიზანი იყო, რეგიონებში აღმოჩენილი პრობლემების იდენტიფიკაცია და ფართო მოსახლეობისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

მედიატურში მონწილეობა 20-მდე ჟურნალისტმა მიიღო, მათ 1-2 და 6–7–8 მაისის განმავლობაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარეს და მედია მასალები მოამზადეს.

ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ გაცნობოდნენ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოეკითხათ რესპოდენტები.

მედიატურის შედეგად სულ 70–მდე მასალა მომზადდა, საუკეთესო ნამუშევრის ავტორები კი დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით და სიგელით.

მედია კონკურსის გამარჯვებულად დასახელდნენ:

I ადგილი – თამუნა კვინიკაძე –  ჟურნალი ,,გზა“

II ადგილი (2 ჟურნალისტი) – ოლიკო ცისკარიშვილი –„iReporter“, “Eko Fact”, თამთა კაკაურიძე – „გურიანიუსი“

III ადგილზე კი: თიკო ოსმანოვა – „რეზონანსი“ და ქრისტი ქარჩხაძე – news.ge; TV “Mega”.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s