RSS

Daily Archives: 19/05/2014

დევდორაკის ხეობაში რამდენიმე საგუშაგო შეიქმნა

IMGL8729 copyშინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესამე დღეა დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილას იმყოფება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

Read the rest of this entry »

 

გეოლოგიურად საშიშ ზონაში მცხოვრებ სოფელ გოგინიძეებს დროულად სჭირდებათ შველა

aWara 024ოლიკო ცისკარიშვილი

“ყავას ვსვამდით, აპრილის საღამო იყო, თუმცა თოვლი იდო, გუგუნუ გავიგეთ, თავიდანვერ მივხვდით რა ხდებოდა, მანქანის ან  ტრაქტორის ხმა გვეგონა, გარეთ ნარდი უნდა ეთამაშათ ბავშვებს. მერე სახურავთან ახლოს, ისეთი ხმა იყო უკვე,  მეგონა სახურავზე თვითმფრინავი ჯდებოდა. შიგნით შევედი. კართან მიწა იყო შემოყრილი, თურმე ჯერ მტვერი მოდის, ფანჯარაში რომ გავიხედე, მოდის, ხეები, მიწა… მზის სხივებში, ზღვის ტალღებივით ლივლივებდა, კარები დავხურე, შიგნით რომ არ შემოსულიყო, შიშმა ისე დამაბნია, რომ ვერ მოვიფიქრე, გარეთ გავსულიყავი. მაშინ დიდი თოვლი იყო, დნებოდა, ვალინკებში გვიცვივოდა, ოთხი საათი სველი ფეხი გვქონდა, მივდიოდით და მოგვდევდა გუგუნი, მეგონა, უკან მომდევდა, ამ შიშით ვცხოვრობთ დღემდე, ყოველი წვიმისას…,” – ყვება ისაკაძე ქეთინო, 2012 წლის აპრილის ავბედით საღამოს აჭარელი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეების მკვიდრი. მაშინ, მაშველებს 20 დღის განმავლობაში არ მიუტოვებიათ სოფელი. Read the rest of this entry »