RSS

დევდორაკის ხეობაში რამდენიმე საგუშაგო შეიქმნა

19 May

IMGL8729 copyშინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესამე დღეა დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილას იმყოფება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.



საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან 18 ტონა დიზელი მიაწოდეს ლარსის მხარეს, მეწყერის მიერ ჩახერგილ ზონაში, სადაც შეუძებელია ყაზბეგის მხრიდან ვერტმფრენით საწვავის მიწოდება. ლარსის მხარეს მომუშავე მძიმე ტექნიკა საწვავის მიწოდების შემდეგ შეუფერხებლად აგრძელებს გაწმენდით და საძიებო-სამაშველო სამუშაოებს.

ამჟამად მიმდინარეობს მეწყერის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის ნაშალი მიწისგან განთავისუფლება.

შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები დამეწყრილ ტერიტორიებზე 24 საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად აწარმოებენ საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s