RSS

Monthly Archives: აპრილი 2014

ჩერნობილის ტრაგედიიდან 28 წელი

Cernobiliოლიკო ცისკარიშვილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.

1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა.
ამ ხნის განმავლობაში კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში 180 ტონა ურანი იწვოდა. კიევი პანიკამ მოიცვა. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. საზღვარგარეთის ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ხანძრის ჩაქრობის პირველ დღეს 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მა ძლიერი, სასიკვდილო დასხივება მიიღო. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია უნდა დაეწყოთ. ეს ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. Read the rest of this entry »

 

დღეს, დედამიწის დღეა

akos qviSis saaTiდღეს, უბრალო კი არა, მართლაც რომ გლობალური დღესასწაულია – დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღეა (International Mother Earth Day).

დღესასწაული დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

Read the rest of this entry »

 

ზოოპარკის გამწვანების აქციაში მონაწილეების რეგისტრაციის ვადა 23 აპრილამდე გაგრძელდა

get_img 26 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ზოოპარკის ტერიტორიისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ბარიერით გამიჯვნაა დაგეგმილი.

“400-მეტრიანი ღობის გასამწვანებლად ტუიას 1200 ნერგია საჭირო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ნერგების აუცილებელი რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა; ამიტომ, გადავწყვიტეთ რეგისტრაციის ვადის 23 აპრილამდე გაგრძელება იმ იმედით, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში დაგვეხმარებიან. Read the rest of this entry »

 

უკვე ტრადიციული ღვინის ფესტივალი

festivali24 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

Read the rest of this entry »

 

მოსკოვის გამზირზე მდებარე სკვერში ანტისანიტარიაა

skveri 002დღეს, მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებმა ფოტომასალა მოგვაწოდეს. მათი თქმით, მეოთხე დღეა მოსკოვის გამზირზე არსებული სკვერი ასე გამოიყურება.

Read the rest of this entry »

 

ტრენინგ პროგრამაში მონაწილე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ

10177400_710720822324538_764256041021222298_nდაბა კაჭრეთში  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციაფარგლებში  ტრენინგ-პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Read the rest of this entry »

 

დიდი დიღმის ტერიტორიაზე უამრავი საბურავი…

IMAG0894გუშინ, გვიან ღამით, გადმომიგზავნეს ორი ფოტო-სურათი, ფოტოების ავტორმა სახელ-გავრის გახმაურება არ ისურვა. მის ფოტო-მასალას ტექსტიც ჰქონდა თანდართული.

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში ვეფხვის ბოკვრები დაიბადნენ

get_imgთბილისის ზოოპარკში ვეფხვმა სამი ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე აცხადებენ.

Read the rest of this entry »

 

საქართველო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესზე

hawvali 001 9-10 აპრილს მე-8-ე საერთაშორისო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესი რომელიც, ანდორაში მიმდინარეობს ანდორის პრემიერ მინისტრმა გახსნა. შემდეგ, სიტყვით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალებ რიფაი გამოვიდა. შესავალი სიტყვის შემდეგ სამხრეთ კავკასია ახსენა: „მე მოვდივარ ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც ჯორჯია ქვია. მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მინდა გითხრათ რომ ეს ქვეყანა ტურიზმის დარგში ყველაზე მზარდია! ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი და ეხლა სწორედ ის დროა რომ მთელმა მსოფლიომ ამ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია. ამ ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემის და ყურადღების დასადასტურებლად მე, ამ კონგრესზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას გუდაური სკი ტეზორტის ხელმძღვანელთან გავმართავ.” Read the rest of this entry »
 

ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია

nu moWri xes 2დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

Read the rest of this entry »