9-10 აპრილს მე-8-ე საერთაშორისო სამთო კურორტების მსოფლიო კონგრესი რომელიც, ანდორაში მიმდინარეობს ანდორის პრემიერ მინისტრმა გახსნა. შემდეგ, სიტყვით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალებ რიფაი გამოვიდა. შესავალი სიტყვის შემდეგ სამხრეთ კავკასია ახსენა: „მე მოვდივარ ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც ჯორჯია ქვია. მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მინდა გითხრათ რომ ეს ქვეყანა ტურიზმის დარგში ყველაზე მზარდია! ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი და ეხლა სწორედ ის დროა რომ მთელმა მსოფლიომ ამ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია. ამ ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემის და ყურადღების დასადასტურებლად მე, ამ კონგრესზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას გუდაური სკი ტეზორტის ხელმძღვანელთან გავმართავ.”Read the rest of this entry »