შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გაიხსნა. სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა. Read the rest of this entry »
Daily Archives: 03/04/2014
მესტიაში სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო გაიხსნა
თუშეთის გადასარჩენად
ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, თუშეთის დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელიც 2003წელს დაარსდა. ესტერიტორია აერთიანებს ეროვნულ პარკს (76,004 ჰა), დაცულლანდშაფტს (საერთო ფართობი 32,000 ჰა) და სახელმწიფო ნაკრძალს (10,694). ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის უძველეს სოფელს და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სახნავ-სათეს და სათიბ მდელოებს. თუშეთში ოდითგანვე ეწეოდნენ მესაქონლეობა-მეცხვარეობას დამიწათმოქმედებას. ტრადიციული წესი, რომლითაც იმართებოდა სახნავ სათესი და სათიბ-საძოვარი მიწა ზუსტად პასუხობდა მოზამთრე და მომთაბარე მოსახლეობის საჭიროებებს დაგათვლილი იყო ეკოსისტემების ბუნებრივი წრებრუნვის თვითაღმდგენ რეგულაციებზე.