RSS

თუშეთის გადასარჩენად

03 Apr

cxvari 009 ოლიკო ცისკარიშვილი

ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, თუშეთის დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელიც 2003წელს დაარსდა. ესტერიტორია აერთიანებს ეროვნულ პარკს (76,004 ჰა), დაცულლანდშაფტს (საერთო ფართობი 32,000 ჰა) და სახელმწიფო ნაკრძალს (10,694). ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის უძველეს სოფელს და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სახნავ-სათეს და სათიბ მდელოებს. თუშეთში ოდითგანვე ეწეოდნენ მესაქონლეობა-მეცხვარეობას დამიწათმოქმედებას. ტრადიციული წესი, რომლითაც იმართებოდა სახნავ სათესი და სათიბ-საძოვარი მიწა ზუსტად პასუხობდა მოზამთრე და მომთაბარე მოსახლეობის საჭიროებებს დაგათვლილი იყო ეკოსისტემების ბუნებრივი წრებრუნვის თვითაღმდგენ რეგულაციებზე.


მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, თუშეთის 50-მდე სოფელში 1500-მდე მუდმივ მაცხოვრებელი კომლი აღირიცხებოდა. შრომის გენდერული გადანაწილებისა და მიწათმოქმედების ტრადიციული მეთოდის წყალობით, მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების დარგები ისეიყო განვითარებული, რომ მეცხვარეთა მიერ შექმნილი ამხანაგობების მიერ თუშური ცხვრის მატყლის ევროპულ ბაზარზე, კერძოდ საფრანგეთში, გატანა ხდებოდა. საბჭოთა კოლექტივიზაციას თუშები შეიარაღებული გამოსვლებით დაუპირისპირდნენ (1941-1943„სამანელების“ მოძრაობა). შედეგად დაიწყო მთის მოსახლეობის მასობრივი იძულებითიჩამოსახლება ბარში (ზემო და ქვემო ალვანი, ლალისყური). ხოლო იძულებითი მიგრაციის დასრულების შემდეგ, 1960-იანი წლების საბჭოთა მიწათმოწყობამ სრულიად მოშალასაუკუნეებით ნაცადი მიწათსარგებლობის ტრადიციული მოდელი. თუშეთის მთელი მიწა საძოვარ ერთეულებად მოინიშნა, რომლებიც მეცხვარეებზე  იჯარით გაიცემოდა.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს ეკუთვნის. მათ 2012 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით  დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმა შექმნეს, რომლის არსით „სოფლის თემებისა და ბუნების მომავალი ემყარება ქალაქისა და სოფლის საზოგადოებათა მიერ იმის აღიარებას, რომ გარემოსა და ადამიანის წარმატებული განვითარება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და იმის დაჯერებას, რომ აუცილებელია ერთობლივი პასუხისმგებლობა გარე ხარჯების მთლიანი ტვირთის სამართლიან გადანაწილებაზე.”

ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მუშაობს სასოფლო-სამეურნეო (კარტოფილის წარმოების) და ინფრასტრუქტურის (ბილიკები) პროექტების განხორციელებაზე.

“დღეს, თუშეთის დაცულ ლანდშაფტში არსებული მიწის რესურსების მწვავე პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს არანაირი რაციონალური გეგმა და სისტემა რესურსების მართვისა და არ არის ზუსტი მონაცემები, საკადასტრო აღრიცხვა, მონიტორინგი,” – ამბობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ერისტო ლაგაზიძე.

doWu 023პროექტის მიზანია მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბება მიწათმოწყობის ტრადიციული წესის აღდგენით. მოსახლეობის მიგრაციის შემდეგ, ალპური ზონიდან სასოფლო ტერიტორიებზე ჩამონაცვლებულმა საბჭოთა მეურნეობების კუთვნილმა ცხვრის ფერმებმა გააპარტახეს სოფლების ურბანული ნაწილი. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორის ერისტო ლაგაზიძის თქმით, ცხვრის ძოვება სოფლების მიმდებარე ყოფილ სახნავ-სათეს ტერასებზე იწვევს ნიადაგის ეროზიას, რაც ქმნის სოფლების ახლო მეწყერსაშიშროებას. (ჩიღო-დანო (18კმ), ბეღელა-ვერხოვანს (15კმ) შორის ფერდობების, ომალოსა და თუშეთის ალაზანს შორის (6კმ) ფერდობები.2008 წელს სოფელ დართლოს მიმდებარე დასახლება  მეწყერმა წაიღო.

ინტერესთა შეჯახების გამო, სოფელი, ტრადიციული მიწათმოწყობის ინერციით, და მეცხვარეები, არსებული იჯარის უფლებით, ერთმანეთს უპირისპირდებიან. იქმნება მწვავე კონფლიქტური სიტუაცია. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული კარტოფილის წარმოების კოოპერაცია ისტორიულად ლანდშაფტის კუთვნილ სულ უფრო მეტ სავარგულებს თხოულობს.

“შეუძლებელია მიტოვებული სოფლების არქიტექტურის შენარჩუნება, როცა ის ფერდობები, რომლებზეც ეს სოფლებია აგებული, პირუტყვის უკონტროლო ძოვების გამო, ეროზირებულია და იშლება მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებისთვის,” – ამბობს ერისტო ლაგაზიძე, –  ჩვენ ვირჩევთ მიწათსარგებლობის ტრადიციული წესის პრინციპს, რადგან იგი უცვლელად მოქმედებდა თუშეთში 2000-წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გამოცდილებით და დროით დადასტურებულიდა დეტალურად განვითარებული და დახვეწილია. ტრადიციული წესში გათვალისწინებულია სამეურნეო წლის ყველა პერიოდი, მცენარეული კულტურების სახე, თვისებები, გამოყენებითი ფუნქცია, სავარგულების ნაყოფიერების კონტროლი.”

doWu 005სპეციალისტების განცხადებით, თუშეთისთვის აუცილებელია განხორციელდეს:1.ტრადიციული მიწათსარგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით მიწათსარგებლობის ახალიკონცეფციის ჩამოყალიბება.2. კვლევები ეროზიული ნიადაგის, ძველი სახნავსათესი ადგილების გამოსავლენად და მოსანიშნად; 3. ახალი საკადასტრო რუკის შექმნა და პატრულირება. ამისთვის, კი პირველი ეტაპისთვის,საჭიროა დაახლოებით 40 000ლარი. მონიტორინგი-რეინჯერთა ხელფასები და მთიანი პირობებისთვის შესაფერისი საპატრულო 2 მანქანის შეძენა.

“პროექტის განხორციელებას თავიდან აგვაცილებს თუშეთის ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევას და გაზრდის მათ პროდუქტიულობას, თუშეთს შეუძლია რესურსების ტრადიციული გამოყენების გზით წარმატებით განავითაროს მეცხვარეობის და მიწათმოქმედების დარგები, ტურიზმმა კი დიდი და სტაბილური დამატებითი ბაზარი შეუქმნას ორივე დარგის წარმოების პროდუქციას. დასაქმდება მოსახლეობა, შენარჩუნდება სოფლების კულტურულ ტრადიციული სახე და აღსდგება ისტორიული კანონზომიერება. თუშეთის მოსახლეობა დაუბრუნდება ამ მდიდარ მხარეს და იზრუნებს ფიზიკური საზღვრების გამაგრებაზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,” – ამბობს  ერისტო ლაგაზიძე.

მიწის რესურსების ოპტიმალური გამოყენებით,დაკმაყოფილდება მეცხვარეობის, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის საჭიროებები.შეიქმნება რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა,რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღიეკოსისტემების შენარჩუნებას და ხანგრძლივ პროდუქტიულობას.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორის ერისტო ლაგაზიძის აზრით, საძოვრების კლასიფიკაცია, ხარისხის მიხედვით, შეამცირებს გადასახადს მწირ მიწებზე. ხოლო საიჯარო ერთეულების ფართობის შემცირება, სახნავ-სათესი და სათიბი ფართობის გამორიცხვით, ავტომატურად შეამცირებს იმ საძოვრების გადასახადს, რომელთაც მეცხვარეები ვერ იყენებენ სრულად სოფელთან დაპირისპირების გამო. ლანდშაფტის ტრადიციული სავარგულების (სახნავ-სათესი და სათიბი) ოფიციალურად სოფლის ტერიტორიად დამტკიცება შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას გამოიყენონ სახელმწიფო და საგრანტო ინვესტიციები და სამეურნეო გაერთიანებების შექმნით დიდი რაოდენობით პროდუქტი აწარმოონ, ეს კი მოამარაგებს ადგილობრივ, ტურისტულ დაქვეყნის ბაზარს. გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს მთის მუდმივ მაცხოვრებელი მოსახლეობის რიცხვის ზრდას. ინვესტორების დახმარებით, შენარჩუნდება და აღსდგება თუშეთის სოფლები.

პროექტის (VillageWays) მიხედვით, იგეგმება გომეწრის ხეობაში ხუთი სათემო სასტუმროს აგება ხუთ სხვადასხვა სოფელში და შემდეგ თემის თანამფლობელობაში გადაცემა, რაც ემსახურება სასაზღვრო რაიონების ხელახლა დასახლებას ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას დაკულტურული ტრადიციების შენარჩუნებას – გადარჩება თუშური ცხენის ჯიში, რომელიც მეცხვარეთა ბინების საავტომობილოგზების სიახლოვეს ჩამოტანის გამო გამოუყენებელი დარჩა და გადაშენების პირასაა.

doWu 007მოსახლეობის მიგრაციის შემდეგ, ალპური ზონიდან სასოფლო ტერიტორიებზე ჩამონაცვლებულმა მეცხვარეებმა  სოფლების ურბანული ნაწილი გააპარტახეს, ეს პროცესი დღესაც გრძელდება დაუსახლებელ და სეზონის ბოლოს დაცლილ ზაფხულობით დასახლებულ სოფლებში. წოვათის ხეობაში, სოფელი ეთელტა მესაქონლეებმა მთლიანად დაშალეს – ცხვრის სადგომებები სოფლის ტერიტორიაზე აქვთ. გვიან შემოდგომაზე ცხვარ-ძროხა დაცლილ სოფლებში იყრება, ანადგურებენ ბაღებს, ნარგავებს და სოფლის შიდა ბილიკებს.

“ცხვრის ძოვება სოფლის კუთვნილ ყოფილ სახნავ-სათეს ტერასებზე იწვევს ნიადაგის ეროზიას, რაც ქმნის სოფლების ახლო მეწყერსაშიშროებას. (ჩიღო-დანო, ბეღელა-ვერხოვანს შორის ფერდობების, ომალოსა და თუშეთის ალაზანს შორის ფერდობები. 2007 წელს შპს „ინჟმშენმა“ ჩაატარა ეროზიის შემაჩერებელი აღდგენითი სამუშაოები სოფელ ჯვარბოსელში. ჩაიდგა ბარჟები და დაირგო ნარგავები. თუმცა არ განხორციელებულა გამიჯვნა. მოხდა მხოლოდ პრობლემის ლოკალიზება ნაპრალის შეჩერების გზით. ნარგავებმა, სამხრეთის ფერდობის გამო, ვერ იხარა. ადგილიდან არ გაიყვანეს საქონელი, ამიტომ ამ პროექტს  შედეგები არ მოჰყოლია. ინტერესთა შეჯახების გამო, სოფელი, ტრადიციული მიწათმოწყობის ინერციით, და მეცხვარეები, არსებული იჯარის უფლებით, ერთმანეთს უპირისპირდებიან. იქმნება მწვავე კონფლიქტური სიტუაციები. 2013 წელს, სოფელ შენაქოს მკვიდრის ელდარ ბუქვაიძისა და სოფლის მაცხოვრებელთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი სოფლის კუთვნილ სავარგულებში ცხვრის ძოვების აკრძალვას ითხოვენ, მთელი თუშეთის მოსახლეობის სათქმელს გამოხატავს,” – ამბობს ერისტო ლაგაზიძე.

ეროზირებულია თუშეთის სოფლები: ჩიღო-დანო 18კმ, ბეღელა-ვერხოვანს 15კმ, ვერხოვანი წარო 6კმ,ომალოსა და თუშეთის ალაზანს შორი სმდებარე ფერდობების 70%; თუშეთის  მიტოვებული სოფლების 90% დ ადასახლებული სოფლების 40% განიცდის უკონტროლო ძოვების უარყოფით გავლენას.

darTlo 027ერისტო ლაგაზიძე თქმით, შეუძლებელია სამეურნეო, გარემოსდაცვითი, კულტურული, ტურისტული საქმიანობების ფართო მასშტაბით გაშლა თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, ვიდრე ლანდშაფტის კუთვნილი მიწის მთელი ფართობი მეცხვარე-მესაქონლეებზეა გაიჯარებული. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული კარტოფილის წარმოების კოოპერაცია სოფლის მიმდებარე ტრადიციულ სავარგულებს თხოულობს. მწვანეთა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლების და მიმდებარე ტერიტორიების გამწვანიანება შედეგს არ მოიტანს, რადგან ახალ ნარგავებს გადაძოვა ემუქრებათ. შეუძლებელია მიტოვებული სოფლების არქიტექტურის შენარჩუნება, როცა ის ფერდობები, რომლებზეც ეს სოფლებია აგებული საქონლის ძოვების გამო, იძვრება, იშლება სახლები.

ცხვარი თუშეთის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს და ცხვრის მოშენება და მეცხვარეთა დახმარება მხარის ეკონომიკური პრიორიტეტია. თუშეთი საუკეთესოა ცხვრის საზაფხულო საძოვრად იქაური კლიმატის გამო, იგი ცხვარს იცავს დაავადებებისგან. აღსანიშნავია, რომ მეცხვარეობა ურთულესი საქმეა. რთული რელიეფის და მკაცრი ბუნებრივი პირობების გარდა, მეცხვარეთა უმთავრეს პრობლემას  გაზრდილი საიჯარო გადასახადი წარმოადგენს. შედარებით მცირესულიანი ფარების პატრონები, მოვლისა და შენახვის ხარჯების გაზრდის გამო, ცხვარს ყიდიან. ეს პროცესი მეცხვარეობას გაქრობით ემუქრება, რაც მხარის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებით დამთავრდება.

farsma 017“ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გაზრდის წყლამდე, ტყემდე დაგზამდე მისასვლელ გზას, მაგრამ ტრადიციულ საცხვრე საძოვრების ზონაში გადანაცვლებისგამო,დანიშნული საიჯარო შეღავათები სულზე მიუსწრებს ბევრ მეცხვარეს და გაუადვილებს საქონლის შენახვას,” – ამბობს ერისტო ლაგაზიძე.

უკვე შემცირდა ერთ ჰექტარზე იჯარის რაოდენობა 22 ლარიდან 5 ლარამდე. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორის თქმით, ცხვრის ბინების ტრადიციულ ადგილებშიდაბრუნებისშემთხვევაში, საკომპენსაციოდ, მეცხვარეები მთლიანად გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, 2 წლის განმავლობაში. ამას გარდა საძოვრების კლასიფიკაცია ხარისხის მიხედვით შეამცირებს გადასახადს მწირ მიწებზე. ხოლო საიჯარო ერთეულების ფართობის შემცირება სახნავ-სათესი და სათიბისავარგულებისერთიანი ფართობის გამორიცხვით ავტომატურად შეამცირებს იმ საძოვრების გადასახადს, რომელთაც მეცხვარეები ვერ იყენებენ სრულად სოფელთან დაპირისპირებისგამო. ცხვრის ბინების ახალ ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით,მეცხვარეებს მიეცემათ შეღავათები იაფი ხე-მასალისსახითაც.ტურიზმის განვითარება გააუმჯობესებს გზისინფრასტრუქტურას, რაც სეზონის ბოლოს ბარგობისას მეცხვარეებს გაადვილებს პროდუქციის ბარში ჩამოტანას. გარდა ამისა, მათ ექნებათ უფრო დიდი ადგილობრივი ბაზარი სასტუმროების სახით.

farsma 012თუშეთში, მიწათმოქმედებას, ინდივიდუალური ოჯახები ეწევიან მცირე რაოდენობის სავარგულებზე. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ერისტო ლაგაზიძე ამბობს, რომ ლანდშაფტის კუთვნილი სავარგულების ოფიციალურად სოფლის ტერიტორიად დამტკიცება შესაძლებლობას მისცემთ მათ გამოიყენონ სახელმწიფო დასაგრანტო ინვესტიციები და სამეურნეო გაერთიანებების შექმნით დიდი რაოდენობითპროდუქტი აწარმოონ, რაც აგრეთვე მოამარაგებს ადგილობრივ, ტურისტულ და ქვეყნის ბაზარს. გაზრდილი შემოსავლები ხელს შეუწყობს მთის მუდმივი მოსახლეობის რიცხვის ზრდას.

“ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკვე მუშავდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით დაითვალისწინებს კარტოფილის წარმოება რეალიზაციისთვის სასტარტო კაპიტალს, ტექნიკას და სათესლე მასალას, საერთო საწყობს, სავაჭრო ნიშანს და ეკო-ნიშანს, თუმცა აღნიშნულიბარიერი სერიოზულად აფერხებს პროექტს,” – ამბობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ერისტო ლაგაზიძე.

girevi 001დღეს,თუშეთში,სასტუმროების რიცხვმა 40-მდე მიაღწია.რადგან თუშეთის ტურისტული განვითარება ახლა იწყება, მათი რიცხვის სწრაფი ზრდა მოსალოდნელია.იგეგმება გომეწრის ხეობის სოფლების აღდგენა კომპანია Village Ways მიერ. პროექტისმიხედვით,იგეგმება ხუთი სათემო სასტუმროს აგებაცხუთ სხვადასხვა სოფელში და შემდეგ თემის მფლობელობაში გადაცემა. ეს პროცესი ემსახურება სასაზღვრო რაიონების ხელახლა დასახლებას ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას. დაცულ ლანდშაფტში,სოფლების არქიტექტურა, ბილიკები და ტერასების სისტემა თავის თავად წარმოადგენენ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი დასახლებული არ არის, მათი შენახვა დაპირვანდელი სახით აღდგენა კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ჩარჩოში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ უდიდესი სანახაობრივი ღირებულება აქვთ ტურისტებისთვის, რომლებსაც ბუნებაზე არანაკლებ ტრადიციული ყოფისა და კულტურის თავისებურებები იზიდავთ თუშეთში. ასეთია, თუნდაც, სოფელი წარო, წოვათის ხეობაში, რომელიც ძლიერ დაქანებულ ფერდზეა გაშენებული და წოვათის ყველაზე დიდ სოფელს მიეკუთვნებოდა, ვიდრე”ჭირი” მოსახლეობას გაწყვეტდა. საბჭოთა პერიოდში, საავტომობილო გზა, პირდაპირ სოფელზე გაიყვანეს.აფეთქებებმა რამდენიმე ციხე და სოფლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აგრეთვე სოფლის მიმდებარე დატერასებული სახნავ-სათესი დააზიანა. მიუხედავად ამისა, სოფელი რომელიც ისეთი ხალხმრავალი ყოფილა, რომ ფერდობის თავში მდგარი სახლის სახურავიდან მდინარემდე ვაშლი ისე დაგორდებოდა, რომ სახურავიდან ძირს არ ეცემოდა, თავისი მასშტაბურობის წყალობით, ჯერ კიდევ დგას. მაგრამ აღნიშნული ფაქტორები, მის საბოლოოდ მიწასთან გასწორებას დააჩქარებს; ასეთივე მნიშვნელოვანია ჭონთიო, პირიქითის ხეობის ბოლო სოფელი; სოფელი ჰეღოც, პირიქითის ხეობაში. ჰეღო ციხე-ქალაქია. გაშენებული ციცაბო მთაზე, რომლის ძირში ლაროვანიდან და ქვახიდიდან მომავალი ალაზნის შენაკადები ერთმანეთს უერთდება.მიუდგომელი რელიეფის გამო, მისი ციხეები შედარებით უფრო დაცულია, თუმცა სოფლის ძირში მეცხვარის ბინა მდებარეობს. ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლები უამრავია თუშეთში. ლანდშაფტის საზღვრების მონიშვნა და პატრულირება გადაარჩენს კულტურულ ძეგლებს სრული გაქრობისგან.

wovaTa 003

 

 

 

 

 

 

3 responses to “თუშეთის გადასარჩენად

  1. სერგო სულაკაური

    03/04/2014 at 23:13

    ცნობილი ფაქტები ორჯერაა გადამღერებულ–გამეორებული. არა მგონია აქ, ამ თემაზე საუბარი რაიმე მხრივ წაადგეს თუშეთს. მე მგონია, რომ მხოლოდ სადმე პუბლიკაციის დაფიქსირებისათვისაა ეს გაკეთებული… ყოველივე ზემოთ ნათქვამი მრავალჯერ და უფრო ნიჭიერად არის ზურაბ მურთაზაშვილის ნაშრომებში დაფიქსირებული! ეტყობა მავანთ ეს აწუხებს და პლაგიატის დონემდე დადიან…

     
    • ekofact

      03/04/2014 at 23:18

      გამარჯობათ ბატონო სერგო, მოხარული ვარ რომ გამოგვეხმაურეთ. რა მასალებიც მოგვაწოდეს თუშეთიუს დაცული ლანდშაფტიდან იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა ეს სტატია… მოგეხსენებათ პლაგიატი იგივე ქურდობაა და თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ნამდვილად არ ვეთანხმები, ასეთი რამ ჩემზე პირველად თქვეს… და კიდევ, სამწუხაროდ, ბატონი მურთაზაშვილის ნაშრომებს არ ვიცნობ. უბრალოდ, ძალიან მიყვარს თუშეთი და ჩემი ბლოგით ვცდილობ რაიმეთი მაინც მხარში დავუდგე თუშეთს… პატივისცემით, ოლიკო ცისკარიშვილი….

       
  2. eristozaza

    04/04/2014 at 18:09

    ქ-ნ ოლიკო,ბოდიშს მე გიხდით უხერხულობისათვის.თქვენ მხოლოდ გსურდათ თუშეთის პრობლემატიკის გაშუქება და ამდენად “პლაგიატი”- თქვენთვის არ უწოდებიათ, მე მიწოდეს. მე როგორც საჯარო მოხელეს, რა თქმა უნდა გამაჩნია თმენის ვალდებულება, მაგრამ მაინც მოუთმენლად დაველოდები თუ ბატონი სერგო როდის დადებს მის მიერ ზემოთ ნახსენები ნაშრომის დედანს, საკუთარი სიტყვების გასამაგრებლად.
    პატივისცემით, ზაზა ლაგაზიძე.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s