RSS

ცენტრი “აფხაზეთის” კლუბის წევრებმა გორში ქარსაცავი აღადგინეს

02 აპრილი

10173165_623620517726868_1272640637_oგორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” სხვადასხვა კლუბის წევრები არიან, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება დემოკრატიის სკოლის (ნიმდის) კურსდამთავრებულთა ინიციატივით გაიმართა და განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს. მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და ცენტრი აფხაზეთის” წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზიისგან დასაცავად, ამ ეტაპზე, 580 ხე დარგეს.

 

 

აღნიშნულ აქციაში ცენტრის მიერ შექმნილი კლუბების წევრთა მონაწილეობას გარკვეული აღმზრდელობითი დატვირთვაც ჰქონდა – მოსწავლეებმა გაითავისეს ქარსაცავი ზოლების მნიშვნელობა და მათზე ზრუნვის აუცილებლობა. პროექტის ფარგლებში, ასევე შეიქმნა კომისია, რომელიც გაშენებული ქარსაცავი ზოლების მდგომარეობას დააკვირდება. ქარსაცავი ზოლების აღსადგენად ნერგები კი გორის სანერგე მეურნეობამ გამოყო. ცენტრი “აფხაზეთის” სხვადასხვა კლუბის წევრი მოსწავლეები აცხადებენ, რომ თავადაც დააკვირდებიან, თავიანთ დარგულ ხეების ზრდას. “ბავშვები ძალიან გახარებულები ვართ, რომ ხეების დარგვის შესალებლობა მოგვეცა. ყველამ ვიცით ადგილი, სად, ვინ და რისი ხე დარგო. ყოველ დღე, იმის მოლოდინში ვიქნებით, ჩვენმა დარგულმა ნერგმა, როგორ გაიხარა და როგორ იზრდება. ერთი სული გვაქვს, ჩვენი გახარებული ხეები ვნახოთ. ძალიან გვეამაყება,” – ამბობენ ახალგაზრდა ბუნების ქომაგები. ცენტრი “აფხაზეთი” აგრძელებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დახმარებით მსგავსი აქციები დაგეგმილია როგორც შიდა ქართლში, ისე კახეთის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების გასამწვანებლად, რომელსაც ცენტრი “აფხაზეთი” მართავს.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი