RSS

საქართველოში მარტის ბოლოს დიდთოვლობაა

30 მარ

თოვლი მარტში 00730 მარტს, ლაგოდეხში თოვლი მოვიდა. თოვლის საფარმა უკვე რამდენმიმე სანტიმეტრს მიაღწია, ნარგავები და აყვავებული ხეები გაიყინა. პრობლემები შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. ადგილობრივების თქმით, თოვლი ისევ მოდის და გადაღებას არც აპირებს.

იმერეთის სოფლებში, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, თოვდა. ტყიბულის, ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 5 სმ-ს გადააჭარბა. თოვლია სამტრედიაშიც, თუმცა ნალექს რეგიონში პრობლემები არ გამოუწვევია.

წალკაშიც თოვლია, ტემპერატურა ამ დროისთვის მინუს რვა გრადუსია,  გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემას ქმნის.
ძლიერი ქარის, ყინვისა და ნამქერის გამო გზა გადაიკეტა და სოფელ იმერასთან 40-მდე მიკროავტობუსი და ავტომანაქანა იყო ჩარჩენილი.

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვამ და ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, ხულოს ზემო სოფლებში, მათ შორის დანისპარაულში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდეა, 30 სანტიმეტრი ფიქსირდება ბაკი-ბაკოს ხეობაში, ხოლო დაბა ხულოში 10 სანტიმეტრამდე ნალექია.

ძლიერი ქარი იყო წუხელ რუსთავში და ქვემო ქართლის მთელ ტერიტორიაზე. რუსთავში ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა და ხეები დაგლიჯა.

სინოპტიკოსები გამოდარებას პირველი აპრილიდან ვარაუდობენ.

ფოტოები მოგვაწოდა ლალი ხუბულოვამ

Tovli maertSi Tovli martShi 002 Tovli martSi 003 Tovli martSi 004 Tovli martSi 005 tovli martSi 006

 

დატოვე კომენტარი