RSS

Monthly Archives: თებერვალი 2014

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს

wyaltubo03საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის პრომოციას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ წყალტუბოს ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრში სტუმრობისას , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ განაცხადა. მისი თქმით წყალტუბოს სამედიცინო ტურისტული პოტენციალის 5 % იც არ არის გამოყენებული. არსებული 22 სანატორიუმიდან დღეს მხოლოდ ერთი „წყალტუბო სპა რეზორთი” მოქმედებს სრული დატვირთვით. გაზაფხულზე კიდევ ერთი სასტუმრო „წყალტუბო პლაზა” შევა ექსპლუატაციაში. კურორტის დამსვენებლების 95% უცხოელია. ძირითადად ყაზახათიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. Read the rest of this entry »

 

სამეგრელოს ტურისტული განვითარების პროექტებში შურუბუმუს მღვიმე და „ხავსის სამეფო” მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება

martvili 014ჩხოროწყუს რაიონში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ სამეგრელოს ტურისტული განვითარების პროექტებში შურუბუმუს მღვიმე და „ხავსის სამეფო” მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება.

Read the rest of this entry »

 

“Quarry Life Award” პროექტის ფარგლებში ტური ჩატარდა

IMG_3682კავთისხევის კარიერი წლის ბოლოს დაიხურება

ოლიკო ცისკარიშვილი

“Quarry Life Award” არის საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ტარდება 21 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Quarry Life Award კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიტანოს თავისი წვლილი ბიომრავალფეროვნების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ორიოდე დღის წინ, მომავალ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართა ტური კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით კავთისხევის კირქვის და გარდაბანის თიხის კარიერებზე. ტურში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათამდე ადამიანმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმაც. Read the rest of this entry »

 

შიდა ქართლში მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტებს განახორციელებენ

1800138_604070343015219_1230059966_oკონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა, ე.წ. საზღვრისპირა და შიდა ქართლის სხვა სკოლებმა და მოსწავლეებმა ცენტრი “აფხაზეთისგან” 10 000 ლარის ღირებულების ქიმიისა და ფიზიკის დეფიციტური ლაბორატორიული აღჭურვილობა, 3 600 ლარის ოდენობის მცირე გრანტები და 1000 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს.  სკოლის დირექტორებსა და მოსწავლეებს საჩუქრები და საგრანტო სერთიფიკატები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ გადასცა.   Read the rest of this entry »

 

„რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“

logo tsu22 თებერვალს, შაბათს 11.00. საათზე, თსუ–ს 1 კორპუსში, # 107 აუდიტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი NALAG/USAIDის პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ეკოკლუბის წევრებს ლექცია თემაზე „რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“  ჩაუტარდებათ. ასევე ეკოკლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტთან  თანამშრომლობით  2013 წელს სტუდენტთა ესეების კონკურსი „კლიმატის ცვლილება და საქართველო“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები მონაწილეობდნენ და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. Read the rest of this entry »

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ

wyarostavi004შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 14 თებერვალს „ევროპის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის – „ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ პრეზენტაციას დაესწრნენ. Read the rest of this entry »

 

ჭიათურის გეოეკოლოგიური პრობლემები

WiaTura 04შაბათს, 15 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 11:00 საათზე #107 აუდიტორიაში გაიმართება Tsu-Eco Club-ის შეხვედრა, განხილული იქნება თემა: “ჭიათურის გეოეკოლოგიური პრობლემები”.logo tsu

 

ჭიათურაში სასმელი წყალი დაბინძურებულია!

WiaTura wyaliქალაქი ჭიათურა და მისი სოფლები (ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატო) საქართველოში ერთ-ერთ და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად საგანგაშო რეგიონს წარმოადგენს გეოეკოლოგიური თვალსაზრისით. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს მანგანუმის მტაცებლურმა ექსპლუატაციამ სამეურნეო საქმიანობაში ჩართული და კარსტული ტერიტორიების მკვეთრი გაფართოება და შესაბამისად, კარსტთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები გააძლიერა. Read the rest of this entry »

 

2014 წლის იანვარში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

borjomi 004საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მიმდინარე წელსაც აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას. 2014 წლის იანვრის თვის სტატისტიკურ მონაცემებით საქართველოში 319 499 ვიზიტით განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
ამასთან, ტურისტი – 122 714 ვიზიტორი იყო (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%); Read the rest of this entry »

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

mewyeri 1004დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს პროექტის „პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება – მეორე ეტაპი“ (Strengthening of the Prevention and Preparedness System- Phase II) ფარგლებში. Read the rest of this entry »