22 თებერვალს, შაბათს 11.00. საათზე, თსუ–ს 1 კორპუსში, # 107 აუდიტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი NALAG/USAID–ის პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ეკოკლუბის წევრებს ლექცია თემაზე „რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“ ჩაუტარდებათ. ასევე ეკოკლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტთან თანამშრომლობით 2013 წელს სტუდენტთა ესეების კონკურსი „კლიმატის ცვლილება და საქართველო“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები მონაწილეობდნენ და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. Read the rest of this entry »