RSS

Daily Archives: 01/03/2014

სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი გაშენდება

logo tsu7 მარტს, პარასკევს 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენდება ქარსაცავი ზოლი. ფიჭვის 300-მდე  ნერგი სამ ზოლად დაირგვება, რომელიც ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწყებს.  Read the rest of this entry »