RSS

სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი გაშენდება

01 Mar

logo tsu7 მარტს, პარასკევს 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენდება ქარსაცავი ზოლი. ფიჭვის 300-მდე  ნერგი სამ ზოლად დაირგვება, რომელიც ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწყებს. ქარსაცავი ზოლის გაშენების იდეას შეურთდებიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები, თსუ–ს სტუდენტები. დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაც. თსუ–ეკო კლუბის ინიციატივით, მომავალში სხვა ტერიტორიებზეც იგეგმება  ქარსაცავი ზოლების გაშენება. თსუ ეკო კლუბის  თსუ–ეკო კლუბის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, რომ თსუ 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2013 წელს თსუ ეკო კლუბის ინიციტივით, სოფელ ითხვისში აღმოჩენილ მღვიმეს „თსუ-95“ ეწოდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s