გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” სხვადასხვა კლუბის წევრები არიან, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება დემოკრატიის სკოლის (ნიმდის) კურსდამთავრებულთა ინიციატივით გაიმართა და განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს. მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და ცენტრი აფხაზეთის” წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზიისგან დასაცავად, ამ ეტაპზე, 580 ხე დარგეს.