RSS

უკვე ტრადიციული ღვინის ფესტივალი

17 Apr

festivali24 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საუკეთესო ოჯახურ ღვინოებს ღვინის კლუბი სპეციალურად შეარჩევს დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა – ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის და იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში. უნდა ითქვას, რომ წელს ფესტივალზე განსაკუთრებით ბევრ სტუმარს ველოდებით უცხოეთიდან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s