RSS

Monthly Archives: აპრილი 2014

მესტიაში სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო გაიხსნა

IMGL6073 copyშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გაიხსნა. სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა. Read the rest of this entry »

 

თუშეთის გადასარჩენად

cxvari 009 ოლიკო ცისკარიშვილი

ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, თუშეთის დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელიც 2003წელს დაარსდა. ესტერიტორია აერთიანებს ეროვნულ პარკს (76,004 ჰა), დაცულლანდშაფტს (საერთო ფართობი 32,000 ჰა) და სახელმწიფო ნაკრძალს (10,694). ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის უძველეს სოფელს და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სახნავ-სათეს და სათიბ მდელოებს. თუშეთში ოდითგანვე ეწეოდნენ მესაქონლეობა-მეცხვარეობას დამიწათმოქმედებას. ტრადიციული წესი, რომლითაც იმართებოდა სახნავ სათესი და სათიბ-საძოვარი მიწა ზუსტად პასუხობდა მოზამთრე და მომთაბარე მოსახლეობის საჭიროებებს დაგათვლილი იყო ეკოსისტემების ბუნებრივი წრებრუნვის თვითაღმდგენ რეგულაციებზე.

Read the rest of this entry »

 

ცენტრი “აფხაზეთის” კლუბის წევრებმა გორში ქარსაცავი აღადგინეს

10173165_623620517726868_1272640637_oგორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” სხვადასხვა კლუბის წევრები არიან, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება დემოკრატიის სკოლის (ნიმდის) კურსდამთავრებულთა ინიციატივით გაიმართა და განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს. მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და ცენტრი აფხაზეთის” წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზიისგან დასაცავად, ამ ეტაპზე, 580 ხე დარგეს.

 

Read the rest of this entry »