RSS

კომპოსტირება ფოთლების წვის ნაცვლად

22 Jun

nagavi manoმანო ირემაძე

საქართველოს მრავალი დასახლებული პუნქტის მსგავსად, კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალქალაქში ნარჩენების მართვა, როგორც ფაქტობრივად მთლიანად ქვეყანაში, არ არის დამაკმაყოფილებლად ორგანიზებული. სოფელში მხოლოდ კვირაში ერთხელ ხდება ნაგვის მანქანით არაორგანიზებული გატანა, რაც წარმოქმნილი ნარჩენებისათვის საკმარისი არ არის. ამიტომ მოსახლეობა ნაგავს ტრადიციულად ისევ: სოფლის პატარა ხევებში, მდინარე თეძმის ნაპირებსა და მდინარეებში ყრის .. სოფელ ახალქალაქში არსებულმა ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს ეპოვათ ისეთი გზები რომლითაც მინიმალური დანახარჯით, ან თუნდაც ხარჯების გარეშე შეძლებდნენ ამ პრობლემის სრულ გადაჭრას თუ არა, შემცირებას მაინც.. სოფელ ახალქალაქში უკვე ინერგება კომპოსტირების (კომპოსტი (ბუნებრივი სასუქი) კომპოსტირი (ორგანული ნარჩენების კონტეინერი) მეთოდი. პირველად, ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” ახალგაზრდა წარმომადგენლებმა  კომპოსტირი საკუთარ ოჯახებში ააგეს და დაიწყეს გადარჩევა ორგანული და არაორგანული ნარჩენების. ივლისის ბოლოს, კომპოსტის ჩვენება იქნება შესაძლებელი.

ხარისხიანი კომპოსტის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ კომპოსტირების პროცესი. იმისთვის, რომ სწორად და სწრაფად წავიდეს კომპოსტირების პროცესი, საჭიროა საკომპოსტე ნაყარი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოთ.

თავდაპირველად, საჭიროა ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც შეიძლება საკომპოსტე ნაყარის განთავსება. კომპოსტირებისთვის საუკეთესო ადგილს ბაღი წარმოადგენს. საკომპოსტე ნაყარი უნდა განთავსდეს მცირედ ნესტიან ადგილას, სპეციალურ კონსტრუქციაში-კომპოსტერში. მიკრობული აქტივობისთვის, საკომპოსტე ნაყარში ძალიან მნიშვნელვანია ტენის არსებობა. ხელის შეხებისას ნიადაგი უნდა იყოს სველი, ნოტიო. რაც უფრო დიდია საკომპოსტე მასალის ზედაპირის ფართობი, მით უფრო ეფექტურად მიმდინარეობს დაშლის პროცესი. საკომპოსტე მასალის იდეალური ზომა არის 1მ3. უფრო მცირე ზომის საკომპოსტე ნაყარში, ნარჩენები ადვილად გამოშრება. ეს რომ არ მოხდეს და არ გართულდეს დაშლის პროცესი, საჭიროა მისი პერიოდულად მორწყვა. მაგრამ არა ჭარბი რაოდენობით, ჭარბმა წყალმა შეიძლება საკომპოსტე ნაყარიდან მკვებავი ნივთიერებების გამორეცხვა გამოიწვიოს, ამას კი არასასიამოვნო სუნი აქვს. ამის თავიდან ასაცილებლად თუ საკომპოსტე ნაყარი ზედმეტად სველია, საჭიროა საკომპოსტე ნაყარის მორევა და ჩალის ან ფოთლების დამატება.
კომპოსტირება შეიძლება წარიმართოს აერობულ (ჟანგბადიანი გარემო) და ანაერობულ (უჟანგბადო ) გარემოში. აერობულ გარემოში დაშლა ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ანერობულში. მიკროორგანიზმები და უხერხემლოები, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ორგანული ნარჩენების დაშლაში, ჟანგბადს და წყალს საჭიროებენ, რადგან დაშლის პროცესი ეფექტურად წავიდეს. თუ საკომპოსტე მასალაში არ არის საკმარისი მიკროორგანიზმები, ცოცხალი მიკროორგანიზმების და მცენარეული მასალის დამატებაა საჭირო. ორგანული ნარჩენები იყოფა ორ ნაწილად “მუქ” და “მწვანე” კომპონენტებად. ყველა ორგანული მასალა ნახშირბადს და აზოტს შეიცავს. კომპოსტირების პროცესისთვის საჭიროა მათი დაბალანსება. ხმელი ფოთლები, ჩალა, თივა და ნახერხი, მდიდარია ნახშირბადით და შედიან “მუქ” კომპონენტში. ხოლო მწვანე ბალახი, ნაკელი, ბოსტნეული და სახლის ნარჩენები, მდიდარია აზოტით და შედიან “მწვანე” კომპონენტში. კომპოსტირებაში დიდ როლს ასრულებენ აგრეთვე საკომპოსტე ნაყარში მყოფი ბაქტერიები, ხოჭოები და სოკოები, რომლებიც ორგანულ ნარჩენებს კომპოსტად გარდაქმნიან.

გასათვალსწინებელია საკომპოსტე ნაყარში ოპტიმალური ტემპერატურის არსებობაც. საკომპოსტე ნაყარის ზომა უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რომ მასში სითბო შენარჩუნდეს. მიკროორგანიზმების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი სითბო ხელს უწყობს ორგანული ნარჩენების დაშლას. ეს ხდებ მაშინ, როცა ტემპერატურა 33 600 c უდრის. თუ ტემპერატურა 700 ზე მეტია, მაშინ ბევრი სასარგებლო ორგანიზმი იღუპება, ან მათი აქტივობა მცირდება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა აზოტის შემცველი ორგანული ნარჩენების ან წყლის დამატება.
კომპოსტი შეიძლება ჩაითვალოს მზად, როცა საკომპოსტე ნაყარში ტემპერატურა გაუთანაბრდება გარემოს ტემპერატურას, როცა ორგანული მასალა მიიღებს მუქ შეფერილობას და როცა მას მიწის სურნელი აქვს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s