RSS

Daily Archives: 26/06/2015

ICCAMGR დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

IMG_2460ICCAMGR -ის მიერ გამართულ დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილებების და სოფლის მეურნეობის საკითხები

დღეს, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”-მ (ICCAMGR) გამართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდიანციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, სადაც განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული  ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები. შეხვედრას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივ ჰეიკინი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე, USAID-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

Read the rest of this entry »

 

სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა

stori23 ივნისს სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაში მოეწყო.

საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.

Read the rest of this entry »