RSS

სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა

26 Jun

stori23 ივნისს სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაში მოეწყო.

საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.

სვიანას ტყეში დასვენებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების წარმატებული პრაქტიკის დემონსტრირებას – მათი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებისათვის.

ინიციატივის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ეროვნულ სატყეო პროგრამასთან ერთად, ახორციელებს მოლაპარაკებას დაინტერესებულ მხარეებთან რეკრეაციული ტყეების მართვის პრაქტიკის დანერგვის, მათ შორის, ტყიდან ნარჩენების გატანის, რეკრეაციულ ზონაში შექმნილი ინფრასტრუქტურის მოვლისა და გრძელვადიანი განვითარების საკითხებზე. ინიციატივაში აქტიურადაა ჩართული ლეჩურისა და ფშაველის სოფლების მოსახლეობა.

საპრეზენტაციო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სემინარი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ვიზიტი სვიანას რეკრეაციულ უბანზე. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, სატყეო სააგენტოს უფროსი, სატყეო პოლიტიკის სამსახური უფროსი, ასევე სხხვადასხვა სამინისტროების, თვითმმართველობების, სამეცნიერო, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელები.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ავსტრიული თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ტყის მდგრადი მართვა საქართველოში და ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში პროექტების ფარლგებში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s