RSS

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 Jun

xaduriგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის დარღვევის თითოეული ფატქის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული თითოეული ზარი ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს რეაგირებისთვის. შესაბამისად, „112“-ში შემოსული დარღვევების შესახებ შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს რეაგირებისთვის.

აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურს, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები. (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ) ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თევზჭერისა და ნადირობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი აღნიშნული წესების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს. ასევე, დაგეგმავს პრევენციულ ღონისიძიებებს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით. უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 25/06/2015 in Uncategorized

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s