RSS

Daily Archives: 01/06/2015

მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს

svaneTi 017შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.

Read the rest of this entry »

 

ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა

darTlo 027ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა.მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ ბოლო სხდომაზე განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლოგადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაშიქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ფიზიკურ პირებში ნაგულისხმევიარიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელისტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვილი მეწარმეები იგულისხმება.

Read the rest of this entry »