RSS

ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა

01 Jun

darTlo 027ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა.მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ ბოლო სხდომაზე განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლოგადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაშიქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ფიზიკურ პირებში ნაგულისხმევიარიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელისტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვილი მეწარმეები იგულისხმება.

რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, პროექტი ასეთ შეღავათებს სთავაზობს მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, ექიმებს, ექთნებსა და პედაგოგებს.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით მთაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსიაშემდეგი საბიუჯეტო წლიდან 32 ლარით გაეზრდებათ, მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო პერსონალს – ექთნებს უნდა მიეცეთ დანამატი 160 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მომუშავე ექიმებს 320 ლარის ოდენობით დანამატი.

რაც შეეხება პედაგოგების ხელფასებს, მათ სახელფასო დანამატი დაახლოებით 50%-ით უნდა გაეზარდოთ, რაც მინიმუმ დამატებით 150 ლარის მომატებას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაიზარდოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც.

მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება. აღნიშული თანხა იმ შეღავათების დასაფარად იქნება გამოყენებული, რომელიც ერთი მხრივ, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, მთაში არსებულ საწარმოებს ექნებათ.

ხელისუფლება დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. ყოველ შვილზე მთაში მცხოვრები მოსახლეობა ერთი წლისგანმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიღებს. ასევე საუბარია, რომ წყვილებს, რომლებიც ოჯახს შექმნიან, სახელმწიფო 10 ათასი ლარით დააფინანსებს. 

მთის კანონის შექმნა და მოსახლეობის მთაში დაბრუნება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო.

“ჩვენ ავამოქმედებთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს მთის სოფლების აღორძინებას და მოსახლეობის დაბრუნებას. სოფელს  ეყოლება პატრონი და ეს პატრონი მისი მოსახლეობა იქნება! სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდება მაღალმთიანი რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლები, ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები, რადგან მათზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის დამაგრება და ისტორიული კუთხეების დაცლისაგან გადარჩენა,”- განაცხადა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

სპეციალურად კანონზე სამუშაობს გასული წლის ივნისში სპეციალური კომისია დაამტკიცა, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი

http://commersant.ge/?m=5&news_id=22856&cat_id=5

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s