RSS

ბორჯომში, 2008 წლის ომის შედეგად გადაწვარი, ტყის ნაწილი აღდგა

30 May

გიგლაასაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის – „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა” ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები წარადგინეს.

მინისტრთან ერთად, ბორჯომის ხეობაში ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ გუსტაფ მიხელსონი და გაეროს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი იმყოფებოდნენ. 2012 წლიდან დღემდე, ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 80 ჰექტარზე. დაირგო 168 100-ზე მეტი ხის ნერგი, მათ შორის ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ნაძვი, ფიჭვი, მაჟალო, პანტა და მუხა. 60 ჰექტარის აღდგენა განხორციელდა ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ხოლო 20 ჰექტარის – ავსტრიის მთავრობის დახმარებით.

ერთ მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროგრამამ ასევე ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ბორჯომის რეგიონში, საფუძველი ჩაუყარა გარემოსდაცვით განათლებას სკოლებში. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით.
წაღვერში გაიხსნა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია. დაიწყო ეკო-სოფლის ელემენტების დანერგვა – ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების შემოღება, ბიო ფერმერობის გაცნობა. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა – განახლდა წაღვერის პარკი, გაიხსნა ახალი ტურისტული მარშრუტები, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.

2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა, როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ერთობლივმა ინიციატივამ, საფუძველი ჩაუყარა ტყის საფარის აღდგენას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s