დღეს, თელავის რაიონში სოფელ ლეჩურის მიდამოებში, სტორის ხეობაში ე.წ. სვიანაზე, კეთდება ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და რაც მთავარია ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად. დღეს და ხვალ იქ მოეწყობა “საქეიფო” ინფრასტრუქტურა-მაგიდები, ფანჩატურები, ნაგვის ურნები. მოეწყობა ცეცხლის დასანთები ადგილები.
Daily Archives: 18/05/2015
სტორის ხეობაში რეკრაციული ზონებში სამუშაოები დაიწყო
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების თანამშრომლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, და რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანიც, რომლებსაც ძალიან უნდათ მოინახულონ საინტერესო მუზეუმები, სადაც უნიკალური ნივთები და ექსპონატებია დაცული, ვთქვათ ერმიტაჟში, ან ლუვრში, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ დღესასწაულის.მუზეუმის საერთაშორისო დღე კალენდარზე 1977 წელს გაჩნდა, როცა ყოველწლიურ მუზეუმების საერთაშორისო თათბირზე მიიღეს წინანდადება, რომ დაეწესებინათ ეს კულტურული დღესასწაული. 1978 წლიდან ამ დღის აღნიშნვნა დაიწყეს 150-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველიში, დღეს, მსურველებს ყველა მუზეუმში სტუმრობა უფასოდ შეუძლიათ.
ხიხანისწყალმა გზები ჩახერგა და მიწისნაკვეთები წაიღო
ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით, უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.