3 მაისს მსოფლიო სიცილის დღის აღსანიშნავად საქართველოში კოსტიუმირებული „სიცილის კარნავალი“ გაიმართება. როგორც კარნავალის ორგანიზატორებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ეს იქნება დღესასწაული, რომლის დამსწრე საზოგადოება მაყურებელი კი არა, არამედ ყველა მოვლენის მონაწილე თავად იქნება.
Monthly Archives: აპრილი 2015
თბილისში 3 მაისს „სიცილის კარნავალი“ გაიმართება
ნეპალში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა
გუშინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია. ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში 700 ადამიანია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია უამრავი დანგრეული შენობის შესახებ. Read the rest of this entry »
საქართველოს სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსი ,,საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემები”
ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 25 აპრილს პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის ფარგლებში თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება. კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 103 სკოლის მოსწავლემ მიიღო.
ნამუშევრებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი დოქტორი მარინა ლომოური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკო განათლებისა და ინტერპრეტაციის უფროსი სპეციალისტი მარიამ თათარაშვილი, პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის კოორდინატორი საქართველოში- ირაკლი ფირანიშვილი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჰიდროლოგი ვაჟა ტრაპაიძე. ჟიური ნაშრომებს 100 ბალიანი სისტემით აფასებდნენ. Read the rest of this entry »
უნიკალური ეკოტური ლორე-ტაშირში (სომხეთი) Ekofact -ისგან
უნიკალური ეკოტური ტაო-კლარჯეთში Ekofact -ისგან
ფოტო კონკურსი “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
დავასუფთაოთ საქართველო
დედამიწის დასუფთავების დღე ყოველწლიურად აღინიშნება მთელს მსოფლიოში, არც საქართველოა გამონაკლისი. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, თბილისის ზღვის სანაპირო დასუფთავდა. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტის ორგანიზატორები შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით არიან – არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს “მწვანეთა მოძრობ”ა და “საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა”; “ილიაუნი”; “აფხაზეთის მთავრობა”;
დღეს, დედამიწის დღეა
ესეების კონკური საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება და რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.