RSS

Daily Archives: 25/04/2015

საქართველოს სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსი ,,საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემები”

ესეეები

ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 25 აპრილს პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის ფარგლებში თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.  კონკურსი საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება. კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 103 სკოლის მოსწავლემ მიიღო.

ნამუშევრებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი დოქტორი მარინა ლომოური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს  ეკო განათლებისა და ინტერპრეტაციის უფროსი სპეციალისტი მარიამ თათარაშვილი, პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის კოორდინატორი საქართველოში- ირაკლი ფირანიშვილი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჰიდროლოგი ვაჟა ტრაპაიძე. ჟიური ნაშრომებს 100 ბალიანი სისტემით აფასებდნენ. Read the rest of this entry »