RSS

საქართველოს სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსი ,,საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემები”

25 Apr

ესეეები

ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 25 აპრილს პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის ფარგლებში თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული სკოლის მოსწავლეების ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.  კონკურსი საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება. კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 103 სკოლის მოსწავლემ მიიღო.

ნამუშევრებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი დოქტორი მარინა ლომოური, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს  ეკო განათლებისა და ინტერპრეტაციის უფროსი სპეციალისტი მარიამ თათარაშვილი, პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის კოორდინატორი საქართველოში- ირაკლი ფირანიშვილი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჰიდროლოგი ვაჟა ტრაპაიძე. ჟიური ნაშრომებს 100 ბალიანი სისტემით აფასებდნენ.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. I-ადგილი – ია იაკობაშვილი-ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ითხივისის N 2 საჯარო სკოლა/მე-10კლასი (95 ქულა);
  2. II-ადგილი – ეკა ხიმშიაშვილი – აკადემიკოს ილია ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის N42 საჯარო სკოლა/მე-7კლასი(94 ქულა);

თსუ-ეკო კლუბის გადაწყვეტილებით  ეკა ხიმშიაშვილს მიენიჭა „მდინარის ელჩის“ ტიტული.

  1. III-ადგილი – ანა ნიჟარაძე მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლა/ მე-7კლასი (91 ქულა);
  2. IV-ადგილი – ნუცა ციხელაშვილი ქ. თბილისის N47 საჯარო სკოლა/მე-10კლასი(88 ქულა);
  3. V-ადგილი – ასმათ მეტრეველი ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძისსახელობის N2 საჯარო სკოლა/ მე–11 კლასი(87ქულა).
  4. სალომე ლაბაძე ქ.თბილისის N94–ე საჯარო სკოლა/ მე-8 კლასი(86ქულა);
  5. ლიკა ამბროსიშვილი ქ. თელავიN4 საჯარო სკოლა/მე-9კლასი(85ქულა);
  6. აკაკი მჭედლიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის 1 საჯარო სკოლა/ მე-11კლასი(84ქულა);
  7. გვანცა ფირცხელიანი-წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა/მე-8 კლასი(81ქულა);
  8. ანი კიკოლიაშვილი-ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლა/ მე-8კლასი(81ქულა);
  9. ნინო ამაღლობელი-ქ.ბათუმი, ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზია/ მე-10კლასი(76ქულა);

პირველ ხუთ ადგილზე გასულ მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს  გადაეცათ სერთიფიკატები. თსუ-ეკო კლუბი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების როლს წყლის რესურსების დაცვასა თუ ქვეყნაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი წინაპირობების შექმნაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ. ქ.თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი- თემურ კახიძე, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორი -გიორგი გრიგოლაშვილი, მონაწილეთა სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. თსუ-ეკო კლუბი მადლობას უხდის პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) შეჯიბრის ფარგლებში, კლუბის სპონსორს მინერალურ წყალს -„ფლატეს’’ .

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s