დღეს, უბრალო კი არა, მართლაც რომ გლობალური დღესასწაულია – დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღეა (International Mother Earth Day).
დღესასწაული დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება და რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.