RSS

ფოტო კონკურსი “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

24 Apr

garemos dacvis logoსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო” ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის” მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.

კონკურსის ფარგლებში მოხდება 20 შერჩეული ფოტოს გამოფენა და 3 გამარჯვებული ავტორის გამოვლენა. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული 3 ფოტოხელოვანისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:
I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა

კონკურსის პირობები:

კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.

კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს

  •  ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი
  •  ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;

 

ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:

  •  სახელი, გვარი
  •  ასაკი
  •  ფოტოს სათაური
  •  გადაღების ადგილი
  •  სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
  •  საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის” თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s