RSS

თბილისში 3 მაისს „სიცილის კარნავალი“ გაიმართება

30 Apr

smaili3 მაისს მსოფლიო სიცილის დღის აღსანიშნავად საქართველოში კოსტიუმირებული „სიცილის კარნავალი“ გაიმართება. როგორც კარნავალის ორგანიზატორებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ეს იქნება დღესასწაული, რომლის დამსწრე საზოგადოება მაყურებელი კი არა, არამედ ყველა მოვლენის მონაწილე თავად იქნება.

სპეციალურად ამ დღისთვის ინდოეთიდან ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სიცილის ლიდერი მაგნო (დათო) შავდია, რომელიც უკვე 20 წელია უცხოეთში ცხოვრობს და ამ სფეროში მოღვაწეობს. მაგნო სიცილის თერაპევტი და ინდოეთის ფერწერის სწავლების ხელმძღვანელი გახლავთ – ზედმეტსახელად მას „სიცილით მკურნალს“ ეძახიან. მაგნო შავდიას ყოველწლიურად იწვევენ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში სიცილის ტრენინგების ჩასატარებლად. 3 მაისს მაგნო ქართველი ხალხის სიცილზე იზრუნებს.
„სიცილის დღეს მსოფლიოს 72 ქვეყანაში აღნიშნავენ, რატომ არ უნდა იყოს მათ შორის საქართველოც? ეს კარნავალი არ იქნება რაიმე თეატრალური წარმოადგენა, სადაც მოსულ სტუმარს საშუალება ექნება უმზიროს მათ, ეს იქნება დღესასწაული, რომელშიც ყველა უშულოდ იქნება ჩართული. მე პირადად საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანე 8 კილო ფერი. მათში სხვადასხვა ლამაზი ფერია და ადამიანები კარნავალზე ამ ფერებს ერთმანეთს ესვრიან. ისინი ამით თავიანთ ემოციას გამოხატავენ“, -განაცხადა კარნავალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაგნო შავდიამ.

კარნავალზე მისულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ამ დღეს სიცილის საფასურად მოქალაქეები საჩუქრებსაც კი შეიძენენ. „სიცილის კარნავალზე“, სიცილის საფასურად გაიყიდება – გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეული, ფუნთუშები, სათამაშოები და საკარნავალო აქსესუარები. მობილიზებული იქნება სიცილის ფესტივალის მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ და იზრუნებენ საზოგადოების პოზიტიურ განწყობაზე.

„ გაგიმხელთ ერთ სიურპრიზს და გეტყვით, რომ ამ დღეს წვენი, სათამაშოები და ასე შემდეგ, შეგეძლებათ მხოლოდ სიცილის საზღაურად შეიძინოთ, მაგალითად, კონკრეტული სათამაშო 10 წამი სიცილი ეღირება. აუცილებელია ამ კარნავალზე მოქალაქეები საკარნავალოდ გამოწყობილები მოვიდნენ. აკრძალულია შავი ფერის სამოსის ჩაცმა“,- აღნიშნა კარნავალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დეა თავბერიძემ.

ორგანიზატორებმა ღონისძიებაში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობაზეც ისაუბრეს. როგორც „კვირას“ პრესკლუბში რუსუდან ოსეყმაშვილმა განმარტა, „სიცილის კარნავალში“ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
საკარნავალო მსვლელობა რუსთაველზე პარლამენტის შენობიდან 14:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორის ნინო მაღლაკელიძის თქმით, აუცილებელია ეს დღესასწაული სწორედ რუსთაველის გამზირზე გაიმართოს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ბევრი უარყოფითი აურა დაგროვდა.

„თბილისის კარნავალის“ საინფორმაციო მხარდაჭერები: გაზეთი „პრაიმტაიმი“ , საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საიფორმაციო სააგენტოები: „პირველი“, „რეპორტიორი“, „ნიუსპრესი“, „tvfree”, ინტერნეტჟურნალი „ჟოლო“. რადიო „მაესტრო“, „gnnews.ge“, სატელევიზიო არხი Miusic Box არიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s