დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ეროვნული სატყეო პროგრამის მე-7 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მოწვეული ექსპერტის დირკ გოლის პრეზენტაცია წინასწარ განსაზღვრული ეროვნული კონტრიბუციის ტყის კომპონენტის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა წარადგინოს კლიმატის ცვლილების სფეროში მისაღები საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.