ICCAMGR -ის მიერ გამართულ დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილებების და სოფლის მეურნეობის საკითხები
დღეს, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”-მ (ICCAMGR) გამართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდიანციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, სადაც განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები. შეხვედრას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივ ჰეიკინი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე, USAID-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.