RSS

Daily Archives: 17/05/2015

დარჩიძეებში, წვიმიან დღეებში, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან

sofeli 001მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებს არც გზა აქვს და არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ამ სოფელში ბავშვებს წვიმიან ამინდებში სკოლაში გასვლაც კი უჭირთ. ზოგიერთი პატარა სკოლაში ტალახიანი გზების გამო, ვერც კი მიდის, რადგან უმრავლესობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რაც წარმოუდგენელია უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივების განცხადებით, ამ გზებზე ავტომობილებიც კი ვერ დადიან, თუ ავტომობილი მაღალი გამავლობის არაა. მათი მოთხოვნაა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე მილების დამონტაჟება.

sofeli2

ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა როინ გუნდაძემ