RSS

ტრენინგ პროგრამაში მონაწილე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ

15 Apr

10177400_710720822324538_764256041021222298_nდაბა კაჭრეთში  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციაფარგლებში  ტრენინგ-პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 75 წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგის ექვსი სესია მდგრადი სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის/განახლებადი ენერგიის, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების მართვისა და ბიომრავალფეროვენების შენარჩუნების, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების, წყალშემკრები აუზებში ბუნებრი რესურსების ინტეგრირებული მართვის, გარემოსდაცვითი პროექტების შემუშავების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციასთან და მისი ზემოქმედების შემცირებასთან დაკავშირებულ სხვა  აქტუალურ საკითხებზე.

ტრენინგების განხორციელების პერიოდში, პროგრამამ  გარემოსდაცვითი ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ითანამშრომლობა, მათ შორის კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი (СENN), ენერგოეფექტურობის ცენტრი (CEE), „ნაკრესი“, “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები”, USAID–ის პროგრამა: ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენეტო და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA).

პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე კლიმატის ცვლილების და მდგრადი სოფლის მეურნეობის  საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, მიწართსარგებლობის და მდგრადი განვითარების სფეროში.  პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s