სომხეთში, ხაჩკარის ეკლესია ქვის ჯვრებითაა ცნობილი. ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, სომხეთში მხოლოდ ქვის ჯვრებს აკეთებდნენ, რადგან თვლინენ, რომ ხატების დაზიანება მტერს უფრო მეტად შეეძლო, ქვის დაზიანება კი ნაკლებ შესაძლებელი იყო. ხაჩკარიც სწორედ ქვის ჯვარს ნიშნავს. აქ ნაპოვნი და აღმოჩენილი ბევრი ნიმუში უკვე დიდი ხანია ერევნის სახელმწიფო მუზეუმშია განთავსებული. ეკლესიის ტერიტორიაზე მეცნიერებმა 500-ზე მეტი ქვა იპოვეს, Read the rest of this entry »
Monthly Archives: ოქტომბერი 2016
ბაღდათობა 2016 ზღვის დონიდან 2220 მეტრზე-ქვასაყდარაზე ტურისტული რუკის პრეზენტაცით აღინიშნა
27 ოქტომბერს ქალაქ ბაღდათში სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,ბაღდათობა 2016“ ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა. Read the rest of this entry »
მომავლის პერსპექტივა კერძო საკუთრებაა – ფიქრობენ ქართველი მეწარმეები
გუშინ, კახეთში, რამდენიმე ქვეყნის მეწარმეთათვის გაიმართა საინფორმაციო ტური, რიმელიც დღეს, ბოლნისის რაიონში გაგრძელდა. საინფორმაციო ტური საქართველოში, სადაც საზღვარგარეთის ქვეყნების ბიზნესისა და მეწარმეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-ის მიერ „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში.
„ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას. ეკონომიკურ ზრდას, თავისუფალი ვაჭრობისთვის სათანადო პირობების შექმნასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სომხეთის ტავუშისა და საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონებში: ინვესტიციების მოზიდვის გზით, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებით, ტრანსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობით. Read the rest of this entry »
მუხიანის სამხედრო დასახლების მცხოვრებლების გასაჭირი
ნინი ღაჟონია
„-მამიდა, ეზოში ჩავალ რა!
-არა გვანცა, ვერ გაგიშვებ, ქუჩა დაბინძურებულია“, – ამგვარ დიალოგებს ხშირად ისმენენ მუხიანის სამხედრო დასახლების მაცხოვრებლებისგან. პატარა გვანცა მამიდა სოფიკოს ესტუმრა, მაგრამ ეზოში არ ჩაუშვეს. „საშინელი მდგომარეობაა, კანალიზაცია ტრასაზე გადმოდის, ვერც ქუჩაში გახვალ, ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ და ახლოს მხოლოდ ორი ურნა დგას. სადარბაზოში ვირთხები დარბიან. გავრეცხავ ჩემს მანქანას, მაგრამ აზრი. ნახეთ თქვენ თვითონ. და აქაურებს რომ ჰკითხო, გეტყვიან დედაქალაქში ვცხოვრობთო. ეს დედაქალაქია?! გეკითხებით, ეს არის დედაქალაქი?!“ – გვიყვება სოფიკო ღლონტი, რომელიც 8 წელია მუხიანში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. Read the rest of this entry »
worknet.gov.ge კიდევ ერთი შანსი დასაქმების მსურველთათვის
რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოში ჟურნალისტები სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახორციელებს ევროკავშირის დაძმობილების პროექტს „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობათა განვითარება საქართველოში“. პროექტის მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდოთ კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის, გენდერულად დაბალანსებული და ფინანსურად ეფექტური დასაქმების სერვისები. Read the rest of this entry »
წიგნის პრეზენტაცია კოტიასკლდის მღვიმეში
ჭიათურის სოფელ სვირის მახლობლად, კოტიასკლდის მღვიმეში, გაიმართა წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების,” პრეზენტაცია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. Read the rest of this entry »
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე D.O.G. – თან ერთად
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (4 ოქტომბერი) დაკავშირებით, 1 – 2 ოქტომბერს Dog Organization Georgia (D.O.G) ყველა მსურველს გიწვევთ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: Read the rest of this entry »