RSS

სომხეთში, ხაჩკარის ეკლესიის ეზოში, საფლავის ქვა ქართული წარწერით

30 Oct

somxeti-007ოლიკო ცისკარიშვილი

სომხეთში, ხაჩკარის ეკლესია ქვის ჯვრებითაა ცნობილი. ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, სომხეთში მხოლოდ ქვის ჯვრებს აკეთებდნენ, რადგან თვლინენ, რომ  ხატების დაზიანება მტერს უფრო მეტად შეეძლო, ქვის დაზიანება კი ნაკლებ შესაძლებელი იყო. ხაჩკარიც სწორედ ქვის ჯვარს ნიშნავს.  აქ ნაპოვნი და აღმოჩენილი ბევრი ნიმუში უკვე დიდი ხანია ერევნის სახელმწიფო მუზეუმშია განთავსებული. ეკლესიის ტერიტორიაზე მეცნიერებმა 500-ზე მეტი ქვა იპოვეს,img_6175 მაგრამ თავისი მნიშვნელობითა და სიდიადით ეკლესიის შესასვლელთან აღმართული ქვის ჯვარია. ეკლესიის ეზოში სენაკია, სადაც რამდენიმე ქვევრია მიწაში ჩაფლული. ასეთი ქვევრები საქართველოშიც გვხვდება ძირითადად ღვინის შესანახად, თუმცა აქ ამ ქვევრების დანიშნულეა ყოფილა სელის ზეთის შენახვა, რომელსაც ეკლესიაში მოღვაწე ბერები აკეთებდნენ. თავად ეკლესია მე-9-10 საუკუნისაა. თუმცა მის ეზოში უფრო ადრინდელი შენობების ნანგრევებიცაა.

ეზოში ადგილობრივი დიდებულების სამარხებია, რომელიც ისევ და ისევ ქვისგანაა აგებული და საინტერესოა თავისი დიზაინით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში გაძარცვულა და გაპარტახებულა. იქვე ეზოში საფლავის ქვაზე ქართულ წარწერასაც წააყდებით, რომელიც სომეხი დიდებულის ქართველი მეუღლის საფლავს ადევს (სამწუხაროდ, ბოლომდე შინაარსი ვერ გამოვიტანე). ეზოში უშველებელი სატრაპეზოცაა, სადაც ერთდროულად 40 სასულიერო პირი ტრაპეზობდა, ადგილობრივების თქმით, აქ მუდამ ყვაოდა სამონასტრო ცხოვრება. თუმცა ამჟამად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოების გამო, ბერები აღარ ცხოვრობენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s