RSS

Monthly Archives: ნოემბერი 2016

„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“

 

dsc04084-copyთბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »

 

მოლაშქრეები ჭიათურის ბუნების პოპულარიზაციისთვის

mrvime20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ინფოტური შედგა, რომლის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოპტენციალის – ბუნების არაორგანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო.  ტურში მონაწილოება მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკომოლაშქრეთა კლუბმა, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდთან არსებულ მოლაშქრეთა კლუბმა „დიდმაღალმა“, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ. მოლაშქრეებს მეგზურობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 

ბაღდათის სეპტარიები

 

dvala-qvebi2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი “განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების” წარმოშობის დასადგენად.  Read the rest of this entry »

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო მანიშნებლები გაკეთდა

dvalaსამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო  დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც. Read the rest of this entry »

 

წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია

me-lusi21 ნოემბერს, საღამოს ექვს საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის” პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ავტორის ფოტოგამოფენა – „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ავტორის თქმით, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკების ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ. რაც შეეხება წიგნს „ჟურნალისტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე რა არის ჟურნალისტური ჟანრები. „ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ რა იყო  ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთის ხელმისწავდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის,“ – ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი. Read the rest of this entry »

 

ზვიად დევდარიანი: საერთო პრობლემების გადაჭრისთვის,  მნიშვნელოვანია თანამშრომლობის საერთო გეგმები არსებობდეს

somxeti-012ოლიკო ცისკარიშვილი

,,სიდამ” საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა საინფორმაციო ტური საქართველოსა და სომხეთში.

ტური ორგანიზებული იყო „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეყობასა და განვითარებას. მედიატური საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება „Charles Stewart Mott Foundation”-ისდა Peace Corp-ის ფინანსური მხარდაჭერით. Read the rest of this entry »

 

თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

doWu 003ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

Read the rest of this entry »