ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
Monthly Archives: დეკემბერი 2016
გილოცავთ დამდეგ 2017 წელს
ბაღდათში მოსწავლეთა ვიქტორინა ,,როგორ ვიცნობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს“ გაიმართა
25 დეკემბერს ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის”, თსუ-ს ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა”, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიული ვიქტორინა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ დასმული იქნა 15 შეკითხვა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა: ქალაქ ბაღდათის №1, ქალაქ ბაღდათის №2, სოფელ ობჩის №1, სოფელ ფერსათის №2, სოფელ ვარციხის, სოფელ როკითისა და სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლები, სულ 35 მოსწავლე. Read the rest of this entry »
ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა
25 დეკემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტის გალერეა “შარდენში”, ვაშინგტონის “ქართული ცენტრის” მხარდაჭერითა და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, გაიხსნება ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა. Read the rest of this entry »
ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს
ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. Read the rest of this entry »
ჩვენ ვართ სვანეთი
22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, კაფე “1904”-ში, მწვანე ალტერნატივა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია აწყობს ესპანელი ფოტოგრაფის როზა ვრუმის ფოტოგამოფენას “ჩვენ ვართ სვანეთი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა. სწორედ ამ თემების ტერიტორიაზე იგეგმება 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრა ჰესის (280 მგვტ) პროექტის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაკრასა და ჭუბერის თემების არსებობას. Read the rest of this entry »