RSS

Daily Archives: 26/12/2016

ბაღდათში მოსწავლეთა ვიქტორინა ,,როგორ ვიცნობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს“ გაიმართა

 

bardati 25 დეკემბერს ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის”, თსუ-ს ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა”, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიული ვიქტორინა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ დასმული იქნა 15 შეკითხვა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა: ქალაქ ბაღდათის №1, ქალაქ ბაღდათის №2, სოფელ ობჩის №1, სოფელ ფერსათის №2, სოფელ ვარციხის, სოფელ როკითისა და სოფელ  დიმის №1 საჯარო სკოლები, სულ 35 მოსწავლე. Read the rest of this entry »