სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც. Read the rest of this entry »
Daily Archives: 15/11/2016
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო მანიშნებლები გაკეთდა
წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია
21 ნოემბერს, საღამოს ექვს საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის” პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ავტორის ფოტოგამოფენა – „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ავტორის თქმით, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკების ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ. რაც შეეხება წიგნს „ჟურნალისტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე რა არის ჟურნალისტური ჟანრები. „ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ რა იყო ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთის ხელმისწავდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის,“ – ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი. Read the rest of this entry »