RSS

წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია

15 Nov

me-lusi21 ნოემბერს, საღამოს ექვს საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის” პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ავტორის ფოტოგამოფენა – „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ავტორის თქმით, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკების ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ. რაც შეეხება წიგნს „ჟურნალისტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე რა არის ჟურნალისტური ჟანრები. „ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ რა იყო  ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთის ხელმისწავდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის,“ – ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი.

„ჟურნალისტიკის შესავალი  – არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით. ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების, რადიო თუ სატელევიზიო ჟურნალიზმის დასაბამიდან დღემდე განვლილი გზა, ადვილი მოსათხრობი არაა, თუმცა, წიგნის ავტორი, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, ისეთი სიფაქიზით და სიპედანტით აკეთებს, რომ სტუდენტებს და უბრალოდ, ჟურნალისტიკის ევოლუციით დაინტერესებულ პირებს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესს პირველივე გვერდიდან უღვივებს. წიგნის უმთავრეს მიზანს, ჟურნალისტიკის როლის განსაზღვრა, მისი შემოქმედებითი ფუნქციისა და რეალური პრაქტიკის ჩვენება წარმოადგენს. წიგნის ავტორი, მოცემულ სახელმძღანელოში ეყრდნობა, როგორც ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობის მეცნიერულ გამოცდილებას, ისე, დასავლური ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევის კლასიკურ ტრადიციებს. ავტორი მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად უხსნის მედიის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირს, აღწერს და განიხილავს მათ. ,,ჟურნალისტიკის შესავლის“ ამ გამოცემით, სტუდენტები გაეცნობიან, როგორც ჟურნალისტის პროფესიის საფუძვლებს და ჟურნალისტიკისმცოდნეობის ძირითად ცნებებს, ისე ჟურნალისტური აზროვნების სპეციფიკას, რაც პროფესიული ცოდნის ათვისების საფუძველი და წინაპირობაა. ასე, რომ წინ გაქვთ საინტერესო საკითხავი, იმაზე, რასაც, დღეს „მეოთხე ხელისუფლებას“ ეძახიან და რომელიც, საკუთარი ბიოგრაფიის რთულ, ხანგრძლივ და პერიპეტიებით დატვირულ გზას, თავს, ყველა ეტაპზე წარმატებით ართმევდა,“ – ამბობს წიგნის რეცენზენტი დავით მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, რომ ოლიკო ცისკარიშვილის ეს უკვე მესამე წიგნია სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის. პირველი “ფოტოჟურნალისტიკის შესავალი” გამოვიდა 2012 წელს, შემდეგ კი “სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები მედიაში”. ამჟამად, კი მკითხველი “ჟურნალისტიკის შესავალს” გაეცნობა. ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში, მკითხველი უნდა ელოდოს კიდევე რთ წიგნს “მეგზური სოციალური საკითხების გაშუქებაში.”

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s