RSS

„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“

22 Nov

 

dsc04084-copyთბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები.

„ჟურნალისტიკის შესავლის“ იდეა დაიბადა, მაშინ, როცა ორიოდე წლის წინ ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც სტუდენტები და უკვე მოქმედი ჟურნალისტები გადიოდნენ ჟურნალისტიკის მოკლე კურსს. იქ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა რა იყო ჟანრები, და ვერ ერკვეოდნენ რა არის ნიუსი და რა არის სტატია… როგორ დაიწეროს რეპორტაჟი და ა.შ. არ იცოდნენ რა იყო პრესრელიზი, როგორ იგზავნება ელეტრონული წერილი, რა არის ბლოგი და ა.შ. ამ წიგნში თავმოყრილია ამ ყველაფერზე პასუხი და კიდევ, ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები…“ – ამბობს წიგნის ავტორი ოლიკო ცისკარიშილი, რომელიც 27 წელია ჟურნალისტია და კიდევ მუშაობს ერთ საინტერესო წიგნზე „მეგზური სოციალური საკითხების გაშუქებაში“, რომელიც უდიდეს დახმარებას გაუწევს, როგორც ჟურნალისტებსა და სტუდენტებს, ასევე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს. ავტორის თქმით, ამ მასალებს წლების განმავლობაში აგროვებდა, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებული პირებისთვის. რაც შეეხება გამოფენას ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ „გამოფენა, მომზადდა სტუდენტებისთვის, რადგან მათ რეალურად დაინახონ რა პრობლემების წინაშე დგანან-ხოლმე ჟურნალისტები და რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.“

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორის თამარ ჯანგულაშილის თქმით, „წიგნი დაეხმარება სტუდენტებს უფრო მეტი გაიგონ ჟურნალისტიკის შესახებ და გამოიყენებენ სასწავლო პროცესისას. რაც შეეხება ფოტოგამოფენას, საინტერესო იყო სტუდენტებისთვის, რადგან ხშირად სტუდენტები ვერ აცნობიერებენ რაოდენ რთულია იყო პროფესიონალი ჟურნალისტი და ამ გამოფენით, ჩვენც და ავტორმაც დავანახეთ მათ, რა სირთულეების წინაშე დგანა ხშირად პროფესიონალი ჟურნალისტები, – ფოტოები გამოფენის შემდეგ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ნიუსრუმში დაიდებს ბინას, აღსანიშნავია, რომ ასეთი ფოტოგამოფენა პირველია საქართველოში და მისი პერსონაჟები საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2014 წლიდან ამოქმედდა ჟურნალისტიკის მიმართულება, ეს მიმართულება სულ ახალია ჩვენს უნივერსიტეტში და ვცდილობთ პროფესიონალი ჟურნალისტების გაზრდას. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მათ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ისინი უკვე მუშაობენ უნივერსიტეტის ჟურნალზე, ასევე სასწავლო ბლოგზე და ამ ყველაფერთან ერთად ,უახლოეს მომავალში სტუდენტებს უკვე შეეძლებათ იმუშაონ ტელე-რადიო სტუდიაშიც,“ – ამბობს თამარ ჯანგულაშვილი.

„ჟურნალისტიკის შესავალი  – არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით. ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების, რადიო თუ სატელევიზიო ჟურნალიზმის დასაბამიდან დღემდე განვლილი გზა, ადვილი მოსათხრობი არაა, თუმცა, წიგნის ავტორი, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, ისეთი სიფაქიზით და სიპედანტით აკეთებს, რომ სტუდენტებს და უბრალოდ, ჟურნალისტიკის ევოლუციით დაინტერესებულ პირებს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესს პირველივე გვერდიდან უღვივებს. წიგნის უმთავრეს მიზანს, ჟურნალისტიკის როლის განსაზღვრა, მისი შემოქმედებითი ფუნქციისა და რეალური პრაქტიკის ჩვენება წარმოადგენს. წიგნის ავტორი, მოცემულ სახელმძღანელოში ეყრდნობა, როგორც ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობის მეცნიერულ გამოცდილებას, ისე, დასავლური ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევის კლასიკურ ტრადიციებს. ავტორი მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად უხსნის მედიის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირს, აღწერს და განიხილავს მათ. ,,ჟურნალისტიკის შესავლის“ ამ გამოცემით, სტუდენტები გაეცნობიან, როგორც ჟურნალისტის პროფესიის საფუძვლებს და ჟურნალისტიკისმცოდნეობის ძირითად ცნებებს, ისე ჟურნალისტური აზროვნების სპეციფიკას, რაც პროფესიული ცოდნის ათვისების საფუძველი და წინაპირობაა. ასე, რომ წინ გაქვთ საინტერესო საკითხავი, იმაზე, რასაც, დღეს „მეოთხე ხელისუფლებას“ ეძახიან და რომელიც, საკუთარი ბიოგრაფიის რთულ, ხანგრძლივ და პერიპეტიებით დატვირულ გზას, თავს, ყველა ეტაპზე წარმატებით ართმევდა,“ – ამბობს წიგნის რეცენზენტი დავით მაღლაფერიძე.

შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის საწავლო უნივერსიტეტსა და პირველი ნიუსი საქართველოს შორის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s