27 ოქტომბერს ქალაქ ბაღდათში სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,ბაღდათობა 2016“ ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა. Read the rest of this entry »