RSS

Daily Archives: 25/10/2016

მომავლის პერსპექტივა კერძო საკუთრებაა – ფიქრობენ ქართველი მეწარმეები

img_5898ოლიკო ცისკარიშვილი

გუშინ, კახეთში, რამდენიმე ქვეყნის მეწარმეთათვის გაიმართა საინფორმაციო ტური, რიმელიც დღეს, ბოლნისის რაიონში გაგრძელდა. საინფორმაციო ტური საქართველოში, სადაც საზღვარგარეთის ქვეყნების ბიზნესისა და მეწარმეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-ის მიერ  „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში. 
„ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას. ეკონომიკურ ზრდას, თავისუფალი ვაჭრობისთვის სათანადო პირობების შექმნასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სომხეთის ტავუშისა და საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონებში: ინვესტიციების მოზიდვის გზით, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებით, ტრანსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობით. Read the rest of this entry »

Advertisements