RSS

მომავლის პერსპექტივა კერძო საკუთრებაა – ფიქრობენ ქართველი მეწარმეები

25 Oct

img_5898ოლიკო ცისკარიშვილი

გუშინ, კახეთში, რამდენიმე ქვეყნის მეწარმეთათვის გაიმართა საინფორმაციო ტური, რიმელიც დღეს, ბოლნისის რაიონში გაგრძელდა. საინფორმაციო ტური საქართველოში, სადაც საზღვარგარეთის ქვეყნების ბიზნესისა და მეწარმეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-ის მიერ  „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში. 
„ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას. ეკონომიკურ ზრდას, თავისუფალი ვაჭრობისთვის სათანადო პირობების შექმნასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სომხეთის ტავუშისა და საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონებში: ინვესტიციების მოზიდვის გზით, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებით, ტრანსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობით.

img_5991საინფორმაციო ტურის მონაწილენი პირველად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას გაეცნენ ჩხაიძეების კომპანიაში და პირდაპირ ცისტერნებიდან დააგემოვნეს ქართული ღვინო წინანდალი, საფერავი, ჩხავერი, მანავი და ა.შ. გასაყიდად გამზადებული ღვინო, ცისტერნებში მინუს ერთიდან  ოთხ გრადუსამდე ინახება. სტუმრები გაეცნენ მათი მომზადების, შენახვისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიებს. ასევე დაათვალიერეს კონიაკის დასამზადებელი და ჩამოსახმელი ცეხი, სადაც ასზე მეტი ადამიანის დასაქმებული, მათ შორის უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა.

„ქარხანა გაიხსნა  2013 წელს, აქ მოდის მზა პროდუქცია და ხდება პროდუქციის შენახვა. აქედან შეკვეთის შემთხვევაში ხდება კონსერვაცია, ფილტრაციით ვაწვდით ჩამოსასხმელ შენობას, იქ მიდის ჩამოსხმა და ეტიკეტის დაკვრა, რეალიზდება 12 ქვეყანაში. აქ, კი ხდება ღვინის ფილტრაციები, დამუშავებები. ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული, ჩამოსასხმელი რქაწითელი ლარი და სამოცი ღირს, მანავი სამი ლარი და ოცი თეთრი ღირს,“  – გვიყვება ბეჟან-ბექა მაჩაბელი, რომელიც ათი წელია მეღვინეობაში მუშაობს და სტუმრებსაც ყველაფერი დეტალებში აინტერესებთ, – ველისციხეში, მოსავალს, ძირითადად, კახეთის მოსახლეობა, აბარებს, რომელიც მერე დადუღებული ჩვენამდე მოდის,“ – ახალგაზრდა მეღვინე ცისტერნების დასუფთავების შესახებაც გვიყვება, როგორ ირეცხება ლიმონმჟავით. ჩვენი ქარხანა ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ირწმუნება ის.

„აქ, სამი წელია ვმუშაობ, მანამდე ბაგრატიონის შამპანიურის ქარხანაში ვმუშაობდი,“ – გვეუბნება 44 წლის ბესო ტოგონიძე, რომელიც ჩამოსასხმელ საამქროში მიგვიძღვის, ერთი ხაზი ღვინის ჩამოსახმელია, მეორე კი კონიაკის. ამჟამად კონიაკის ჩამოსხმას შევესწარით. უცხოელ სტუმრებს კი დიდი სიამოვნებით უხსნის ფიალის დანიშნულებას, მოგვიანებით კი სადეგუსტაციო დარბაზშიც შეუძღვება სტუმრებს.

მოგვიანებით, უცხოელი სტუმრები კახელ ფერმერებს შეხვდნენ კაჭრეთის სათემო ცენტრში. მათი უმრავლესობა სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქართველოში“, ან „დარგე მომავალის“ გრანტიორები იყვნენ.

კახელი მეწარმეები დამოკიდებულნი არიან მევენახეობა-მეღვინეობაზე, სწორედ ამაზე ისაუბრეს კახელმა მეწარმეებმა სტუმრებთან.

„30 წლის ბიჭი მყავს, პროფესიით იურისტი, მე ვაშენებ ვენახებს  და მინდა ჩემს შვილს დავუტოვო ვენახები. ისიც მეხმარება და ვაშენებთ ახალ ვენახებს, მიზანი მაქვს ასი-ასორმოცდაათ ტონამდე გავაშენოთ და მერე ქარხანაც ავაშენოთ, კოოპერატივად გავერთიანდეთ, ასეთი ბევრია ჩვენს გარშემო,“ – ამბობს ივანე ბასილაშვილი და ფიქრობს, რომ ხალხი არაა ზარმაცი, – „მიხვდნენ, რომ კერძო საკუთრება მნიშვნელოვანია.. გამოვედით სსრ კავშირიდან იქ ხალხის მენტალიტეტი იყო აწყობილი საზოგადოებრივ საკუთრებისკენ, მაშინ კერძო საკუთრება არ იყო. ეხლა ხალხი რწმუნდება, რომ ჩვენი მომავალი კერძო საკუთრებაა. იმ მენტალიტეტიდან ნელ-ნელა გამოდიან და ჩვენი მომავალი თაობაც ხვდება, რომ მომავლის პერსპექტივა კერძო საკუთრებაა. არიან ხალხი, რომელსაც ბევრი ჩიჩინი სჭირდება, რომ მოწინავე გლეხებამდე მიიყვანო. ადრე ფასებზე და რეალიზაციაზე არ ფიქრობდა, სისტემამ მოიტანა, რომ გლეხი უნდა იყოს რეალიზატორიც. მეღვინე იმიტომ იყო მუდამ წელში გამართული, რომ ის მყიდველამდე მიდის, მევენახე კი ვერ მიდის. კოოპერატივებს აქვს ამის პერსპექტივა, მათ ექნებათ მიკროქარხანა, მსხვილ ფერმერებს წვრილი ფერმერები გაუწევენ კონკურენციას. იქნება ხარისხიანი, კონკურენტიანი, ძვირადღირებული ღვინის წარმოება. გაიტანენ საზღვარგარეთ, შიდაბაზარზე,“ – გვეუბნება 65 წლის მეწარმე, რომელიც შვილთან ერთად აპირებს მეღვინეობის განვითარებას და პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსია. ივანე ბასილაშვილის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 36 ტონაზე მეტი ყურძნის გადასამუშავებენ ქარხნებში ჩაბარდა, დაიწურა და ხელზე გაიყიდა დაახლოებით 10-11 ათასი ტონა. მისი თქმით, მიმდინარე წელი  არასახარბიელო იყო, კლიმატური პრობლემების გამო.

img_6036„ვენახებს ვაშენებ და ქარხნებს ვაბარებ. მინდა ჩემი საკუთარი ხაზი გავჭრა, ჩემი საკუთარი ყურძენი მინდა ავითვისო. ჩემი შვილი კი მეფუტკრეობითაა დაინტერესებული. ფიქრობს, რომ ორ წელიწადში ფეხზე დააყენებს ამ საქმეს. ადრე სამედიცინოზე სწავლობდა და შეგნებულად გადავიდა აგრალურ უნივერსიტეტში. მიწა მაქვს ოთ ჰექტარ ნახევარი, ნახევარზე ვენახი მაქვს გაშენებული, სამწუხაროდ, წელს ჩიტმა შემიჭამა მოსავალი, ამიტომ ცოტა მოსავალი მივიღე, ათი ტონა. შარშან ორი მაგდენი ჩავაბარე. მომავალში ამას დაემატება ორმოცი პლანი, რომელიც მალე მოსავალს მოგვცემს. ჩემმა შვილმა ნახევარი მეტი გააშენა.“ – გვიყვება 48 წლის ნოდარ ლაზაშვილი, რომელიც 13 წლის განმავლობაში კაჭრეთის საავადმყოფოს, მთავარი ექიმი იყო. მისი 19 წლის შვილი მათეც, ფერმერობას აპირებს აგრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ნოდარ ლაზაშვილი იმასაც გვიყვება, რომ მომავლ წელს ცენტრალური გზაც გაკეთდება. თუმცა სოფლებში არსად არაა, უგზოობის პრობლემა, არც უწყლობას უჩივიან ადგილობრივები. თუმცა სამედიცინო ცენტრები და ინტერნეტის ნაკლებობა ნამდვილად აქვთ, – სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობთ, – გვეუბნება იგი და ოჯახის მეურნეობაზეც გვიყვება. ყურძნის გარდა ქათმებიც და ძროხებიც ყავთ ოჯახში. „ტრაქტორი ვიყიდე მომავლისთვის, 20 წელი მაინც მომემსახურება, რომ ჩემს საქმეს მივხედო,“ – გვიყვება ნოდარ ლაზაშვილი.

img_6072მეორე დღეს, უცხოელი სტუმრები, ბოლნისისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივმა ლეპტერ კუციამ ფერმა გააკეთა იაფი კრედიტის ფარგლებში, ფერმა 60 მსხვილფეხა საქონელზეა გათვლილი.

„ავაშენე ფერმა, კიდევ მშენებლობის პროცესში ვარ. ფერმაში ადგილობრივი კავკასიური წაბლა ძროხებია, წელიწადში ორ ტონამდე გვაქვს რძე. მინდა ოთ ტონამდე ავიდე, ამისთვის მინდა ჯიშიანი საქონელი შემოვიყვანო. ოთხმოცი თეთრი ღირს ლიტრი რძე, რომელიც ბოლნისში მიდის, სადაც რძის ნაწარმს ამზადებენ.“ – გვეუბნება ლეპტერ კუციანი, რომელმაც შარშან დაიწყო ფერმერობა, იგი ევროპიდან აპირებს მსხვილფეხა საქონლის შემოყვენას და ფერმის გაფართოებას.

„ბოლნისში 900-დან ათასამდე ფერმერი გვყავს, მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელი, ბოსტნეულის მწარმოებელი, მეფუტკრე და ა.შ. ესენი არიან მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები.“ – ამბობს 43 წლის ზაზა ბურჯალიანი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელია, და ფერმერების სატკივარსაც ეხება, – „მუნიციპალიტეტში არის ადგილები, სადაც წყლის პრობლემებია,“ – გვეუბნება იგი, თან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაზეც გვიყვება, – „პროდუქციის რეალიზება ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კარტოფილი, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იყიდება, ნაწილი გადის რუსეთშიც.“ მისი თქმით, ადგილობრივი ახალგაზრდობა დაინტერესებულია ფერმერული მეურნეობით და ბევრი მათგანი ახლა იდგავს ფეხს ამ დარგში. „ვისაც შეხება აქვს სოფლის მეურნეობასთან ისინი არიან დაინტერესებულნი ფერმერობით,“ – გვეუბნება ზაზა ბურჯალიანი.

img_6111მოგვიანებით, ყველის საწარმოს ვესტუმრეთ, რომელიც უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. საწარმოში, სადაც სამ ტონა ნახევარ რძეს ამუშავებენ და 400 კილო იმერულ ყველას აკეთებენ 15 ადგილობრივია დასაქმებული. ბოლნისში, კიდევ ერთი ასეთი ყველის საწარმოა. 15 მიკროსაწარმო ამ საწარმოებს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ აქ გაკეთებული ყველის ნაწარმი იყიდება თბილისის მსხვილ სუპერმარკეტებში „გუდვილსა“ და „სმარტში,“ სადაც იმერული ყველი ღირს რვანახევარი ლარი, სულგუნი კი 11.

„რძეს მოქალაქეებისგან ვიღებთ, იმერულთან ერთად, სულგუნსაც ვაკეთებთ,“ – გვიყვება საწარმოს ერთ-ერთი ტექნოლოგი, მისი თქმით, მომავალში ხაჭოსა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავენ.

ხვალიდან, უცხოელი სტუმრები სომხეთში მიემგზავრებიან, სადაც ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობასაც გაეცნობიან.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s